რაჭაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ გადარჩნენ სტიქიის დაწყებისას მისი შვილი, რძალი და ოთხი წლის შვილიშვილი.
„ჩემი შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა. იმ კოტეჯებში ცხოვრობდნენ, გარეთ იყვნენ როცა მთა წამოვიდა. ბავშვი ხელში ეჭირა ჩემ შვილს და რძალი წინიდან აწვებოდა, რომ არ წაქცეულიყვნენ.
მერე ვერ მოერივნენ დარტყმას და წააქცია მეწყერმა, ძლივს ეჭირა ცოლ-შვილი, რომ მეწყერს არ წაეღო. მერე ბეჭებზე შეისვა შვილი და ოთხზე ხოხვით გამოიყვანა, შიგ მეწყერში იდგნენ, ვერსად მივდიოდითო, ტყის შემოვლით რაჭველი ბიჭები მისულან, გაუდიათ ფიცრები და ისე გადმოუყვანიათ, ღმერთმა დალოცოს ყველა.ვერტმფრენი ძალიან გვიან მივიდა, დრონით იპოვეს ჩემები და გამოიყვანეს. მეზობლები ხეზე ასულან, ხიანად მოუგლეჯია და წაუღია, ღმერთო რა გადაიტანეს ვერც ვხსნი მადლობა ღმერთს, რომ უკვე სახლში არიან, ღმერთო ყველას დაუბრუნე მისი ოჯახის წევრი მშვიდობით“, – წერს ქალბატონი თეა.