„გვანცა, სალომე და ნინო ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ, ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ…” – მეგობრები შოვში მეწყრის შემდეგ დაკარგულ სამ გოგონას ეძებენ

0
1773
31 Views

3 აგ­ვის­ტოს, შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვინც შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­ვე­ნებ­და და ამ დრომ­დე ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია.

და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი, გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რი და ნინო კენ­ჭა­ძე. ისი­ნი ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კალ­ცის წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სტი­ქი­ის შემ­დეგ კი მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­გობ­რე­ბის და­კარ­გვის ბაია გე­გე­ში­ძე რა­ჭის ჯგუფ­ში ავ­რცე­ლებს.

„გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რი და ნინო კენ­ჭა­ძე, ამ წა­მამ­დე არ ჩა­ნან. ერ­თად იყ­ვნენ. გო­გო­ნე­ბის ბოლო სამ­ყო­ფე­ლი იყო კალ­ცის წყა­ლი, რო­გორც გვი­თხრა გვან­ცამ, გუ­შინ, სე­ირ­ნობ­დნენ, დღის 4 ის 20 წუთ­ზე. იმის შემ­დეგ არა­ფე­რი გაგ­ვი­გია.

წყა­რო­ე­ბი­დან, რო­გორც ვი­ცით, კალ­ცის წყლის ქვე­მოთ არ­სე­ბუ­ლი ორი ხიდი აღარ არის და მე­წყერ­მა წა­ლე­კა. ვინ­მე თუ რა­ი­მეს გა­ი­გებთ ან ნა­ხავთ ამ ტე­რი­ტო­რი­ას, გთხოვთ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოთ. ტე­ლე­ფონ­ზე კავ­ში­რი ამ წუ­თამ­დე არის, მაგ­რამ არ გვპა­სუ­ხობს გვან­ცა და ვცდი­ლობთ აიქ­ლა­უ­დით მო­ძებ­ნას.

არის ასე­ვე ვა­რა­უ­დი, რომ მან­ქა­ნა და­ტო­ვეს და გა­და­იყ­ვა­ნეს, ან ტყეს შე­ა­ფა­რეს თავი”.

შუ­ა­დღეს ბა­ი­ამ კი­დევ ერთი პოს­ტი და­წე­რა მე­გობ­რებ­ზე, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ გო­გო­ნე­ბის კვალ­ზე ამ დრომ­დე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი არ გა­სუ­ლა..

„ბევ­რი კი­თხუ­ლობს მდგო­მა­რე­ო­ბას. გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი და გო­გო­ნე­ბი ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, კი­დევ ეძებს სა­მაშ­ვე­ლო. არც მან­ქა­ნა იძებ­ნე­ბა.

აიქ­ლა­უ­დით (ჯი­პი­ე­სით) ფიქ­სირ­დე­ბი­ან უწე­რა­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი 50/50-ზეა, უამ­რა­ვი ვა­რა­უ­დია, ზუს­ტი პა­სუ­ხის გა­ცე­მა კი­თხვებ­ზე კი შე­სა­ბა­მი­სად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

მოკ­ლედ და ერთი შე­ხედ­ვით, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­მელ­საც თან წვი­მაც და­ე­მა­ტა კვლავ. ვე­ლო­დე­ბით სა­მაშ­ვე­ლოს, რა­ი­მე სი­ახ­ლეს, რა­ი­მე პა­სუხს. ეძე­ბენ და­მა­ტე­ბით 30-35მდე ადა­მი­ანს. მად­ლო­ბა გვერ­დში დგო­მის­თვის”.

Cesko