თამთა მეგრელიშვილის შემდეგ, ,,ხალხის ძალის” კიდევ ერთი წევრი, ზურაბ ქადაგიძე ეხმიმება ,,სტუდია მონიტორის” სტატიას ნუნუკა თამაზაშვილის შესახებ:
,,ოპოზიციურ მედიას, საქმე როცა ელევა ლოქოსავით ჩაუწვება ფსკერს და ხვრიპავს რაც ძალ-ღონე აქვს არაფრისმომცემ წყალმცენარეებს.
ახლა, ახალი მოიფიქრეს-პრემიერის მეუღლეს რატომ ეცვა ძვირადღირებული კაბა და რა სახსრებით შეიძინაო.
ფაქტისთვის, არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მის ოჯახს მაღალანაზღაურებადი სამსახურის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, განსახვავებით ჩვენი ოპოზიციის ბელადი-სააკაშვილის ოჯახისაგან!
აუცილებელია შეხსენება: გიული ალასანია ერთი რიგითი მეცნიერ-მუშაკიდან, მილიონერად იქცა 2003-2012 წლებში, ფლობს არაერთ უძრავ ქონებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მიუხედავად საკუთარი “კაგებეშნიკი” ძმისგან,რომელსაც არანაირი ბიზნესი არასდროს გააჩნდა გარდა, საბჭოთა უშიშროების სამსახურებისა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო თანამდებობებისა, ისეთი მასშტაბის ქონების დაგროვებას მაინც ვერასდროს შეძლებდა ალასანიების ოჯახი,რომ ამერიკული ლობისტური კომპანია დაექირავებინა, მილიონი დოლარი გადაეხადა საქართველოსთვის სანქციების დაწესებისთვის.
მოკლედ, სანამ სხვისი შემოსავლების გაქექვას მოინდომებს ოპო-მედია, საკუთარ მამიდას,რომ მიხედოს აჯობებს…”
ზურაბ ქადაგიძეს პოსტზე ექსპერტი ნინო ფოჩხუა აკომენტარებს:
,,იმ ბებერ ძონძს უნდა ეცვას ძვირადღირებული სამოსი და ქვეყნის პრემიერის ცოლს თურმე არა, გაგიჟდები რა😡“