შემზარავი ისტორია – ბავშვთა სახლის დირექტორმა მაღალჩინოსანს დაბადების დღეზე 16 წლის გოგონა აჩუქა

0
22727
25 Views

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, გრიფით „საიდუმლო“ კარგა ხანს ედო. მერე, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, გრიფიც მოხსნეს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ საბჭოთა უშიშროებამ საქართველოდან „გრიფით საიდუმლო“ დაარქივებული საქმეები გაიტანა.

ინახება თუ არა ეს საქმეები რუსეთის ფედერაციაში, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ისინი, ძირითადად, კომუნისტ მაღაჩინოსნებს ეხებოდა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ან პენსიაზეა, ან – გარდაცვლილია. გარკვეულ წრეებში, მაშინ ამ საქმეს უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა, მეტიც, ისეთი მაღალჩინოსნებიც მოხსნეს, რომელთაც აღნიშნულ საქმესთან შეხება არ ჰქონდათ, მაგრამ მთავარ დამნაშავეს იცნობდნენ.

ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო – მილიციის განყოფილებაში ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მისი ქმარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არადა, დაკარგული – არც მეტი, არც ნაკლები – ერთ-ერთი ტრესტის მმართველის მძღოლი იყო. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ მაშინ ტრესტის მმართველობა ნიშნავდა უზარმაზარ ფულს, უზარმაზარ გავლენას და ტრესტის მმართველები თავს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ.

„განცხადებაში ქალმა ქმრის დაკარგვის შესახებ დაწერა, სიტყვით კი დაამატა, რომ მისი ქმარი უცნაური შემთხვევის მოწმე გახდა, რომლის  შესახებაც ცოლს მოუყვა, სამსახურიდან წასვლაც სურდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, გაქრა. ქალი ხელს ტრესტის მმართველს ადებდა, ჩემი ქმარი მაგან გააქროო“, – გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

რაც შეეხება უცნაურ შემთხვევას, არცთუ დიდი ხნის წინ, ტრესტის მმართველს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ძალიან ვიწრო წრეში აღნიშნა და საჩუქრებიც ორიგინალური მიიღო. სტუმრებს განუცხადა, რომ ყველაზე ორიგინალური საჩუქრის ავტორს 10 ათას მანეთს აჩუქებდა, ამიტომ თავი არავინ დაზოგა, მაგრამ ბრილიანტის თვლებით მოჭედილ ხელჯოხზე, ოქროს პორტსიგარსა და ათასგვარ მდიდრულ, მაგრამ უგემოვნო ნივთებზე წინ, სტუმრების ფანტაზია არ წასულა. ერთ-ერთმა სტუმარმა ოთახში დიდი ყუთი შემოატანინა, ხოლო როცა გახსნეს, შიგნით გალია იყო, გალიაში კი ასე, 14-15 წლის გოგონა – ყელზე საბელით. სტუმარმა საბელი იუბილარს მიაწოდა და ათი ათასიც მოიგო. საჩუქრის ავტორი ბავშვთა სახლის დირექტორი იყო, გოგონა კი, უდიდესი ალბათობით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი.

მძღოლი ამ ისტორიას სრულიად შემთხვევით შეესწრო, მერე ყველაფერი ცოლს მოუყვა და „ხაზეინს“ უთხრა, სამსახურის გამოცვლა მინდაო. რა თქმა უნდა, მაღალჩინოსანი მიხვდებოდა, რატომ მიდიოდა სამსახურიდან მძღოლი და უდიდესი შანსი იყო, სწორედ მას გაექრო მამაკაცი.

საქმეში უშიშროების სამსახური არაოფიციალურად ჩაერთო, ოფიციალურად კი გამოძიების წარმოება შსს-ს დაევალა.

პირველ რიგში, ბავშვთა სახლის დირექტორი იყო შესასწავლი, პარალელურად, ტრესტის მმართველის აგარაკსა და ბინაზე თვალთვალი დაიწყეს, მაგრამ ბინაზე მალევე მოხსნეს, იქ მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა და გოგონას შინ აშკარად ვერ მიიყვანდა. აი, აგარაკი სხვა თემა იყო. იქ ტრესტის მმართველი ყოველდღე მიდიოდა, ორი საათით რჩებოდა და რაც მთავარია, საჭესთან მუდმივად თავად იჯდა, ჯერჯერობით, ახალი მძღოლი არ ჰყავდა. სავარაუდოდ, სწორედ იქ იყო გოგონა გამომწყვდეული, მაგრამ რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა, ამიტომ პირდაპირი შტურმით აგარაკის აღება არ გამოდიოდა.

რაც შეეხება ბავშვთა სახლის დირექტორს.

„ეს საშიში კაცია. ბავშვებს ფიზიკურად ამუშავებს. არ ვიცი, გაბედავს თუ არა რომელიმე მათგანი ამის შესახებ საუბარს, მაგრამ ვიცი, რომ მაღალჩინოსნების სახლებში ამუშავებს, ეზოებს ასუფთავებინებს, რამდენიმე, ცოტა ძლიერი ბიჭი, მშენებლობებზეც დაჰყავს. ახლახან, ერთი გოგონა გაქრა, თავად თქვა, გაიქცაო, განცხადებაც დაწერა მილიციაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, არავინ არსად გაქცეულა, მან წაიყვანა და ალბათ, ვინმეს მიჰყიდა, ან მოსამსახურედ ამუშავებს“, – თქვა ბავშვთა სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

საგამოძიებო სამსახური ბავშვთა სახლში შევიდა და ბავშვები ფსიქოლოგებთან ერთად დაკითხეს. ყველამ ყველაფერი უარყო, გარდა ერთისა. ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა, თუ შემპირდებით, რომ აქ არ დამტოვებთ, ყველაფერს გეტყვითო. რა თქმა უნდა, დაპირდნენ და მან დაადასტურა, რომ ბავშვები სამუშაოდ კვირაში ორ-სამჯერ დაჰყავდათ, ვიღაცების ეზოებს ბარავდნენ, ბალახს გლეჯდნენ, შეშას ჩეხავდნენ, სანაცვლოდ კი, ნორმალურადაც არ აჭმევდნენ. რაც შეეხება დაკარგულ გოგონას, ბიჭმა თქვა, რომ ის დირექტორმა საკუთარი მანქანით გაიყვანა ბავშვთა სახლის ეზოდან, მაგრამ…

სასამართლოზე ერთი არასრულწლოვნის ჩვენება სამარისი არ იქნებოდა. მით უმეტეს, დირექტორი იხტიბარს არ იტეხდა და ამბობდა, გოგონა გაიპარა, განცხადება დაწერილი მაქვს, რაც შეეხება ფიზიკურ შრომას, შემეცნებითი ექსკურსიები გვქონდა, ბავშვები ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად დამყავდა, ასწავლიდა ნიადაგის შემადგენლობას, მცენარეთა თვისებებზე უყვებოდაო.

ბავშვთა სახლის დირექტორი იხტიბარს არ იტეხდა და მივხვდით, მას ვიღაცის იმედი ჰქონდა და ის ვიღაც გავლენიანი უნდა ყოფილიყო. ეჭვი ტრესტის მმართველზე მივიტანეთ და მის სახლში გოგონა რომ არ გვეპოვნა, ყველას გაგვსრესდა. მარტო ჩვენ კი არა, უშიშროების თანამშრომლებსაც მიაყოლებდა. ამიტომ, დირექტორს ვუთხარი, ადვოკატთან დარეკე, თუ გინდა, შენი კაბინეტიდან დარეკე, განყოფილებაში მიგვყავხარ-მეთქი.

გაუხარდა, ტელეფონი აიღო, დარეკა და მკაფიოდ თქვა, მე დამაკავეს, სისულელეებს მედავებიან, მათ შორის, ვიღაც გოგოს მოპარვას თუ ჩუქებასო და გათიშა. ზუსტად ვიცოდი, რომ ტრესტის მმართველს ურეკავდა, მის აგარაკთან ჩვენი თანამშრომლები მორიგეობდნენ და ის აუცილებლად შეეცდებოდა, გოგონა თავიდან მოეშორებინა, თუ რა თქმა უნდა, ეს გოგო ნამდვილად იქ იყო“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბედის ირონიით, სწორედ მაშინ, როცა ტრესტის მმართველი სამსახურიდან წავიდა და მანქანა დიდი სიჩქარით გააქროლა აგარაკისკენ, ოპერმუშაკებიდან ერთ-ერთს თავი ასტკივდა და აფთიაქში წამლის საყიდლად წავიდა. მას მეორეც წაჰყვა, რადგან დღის იმ მონაკვეთისთვის, ტრესტის მმართველი აგარაკზე არასდროს მიდიოდა. აფთიაქში ნახევარი საათი შეაგვიანდათ, ხოლო როცა დაბრუნდნენ, დაინახეს, რომ ობიექტის მანქანა ეზოდან გამოვიდა და ტერიტორია დიდი სიჩქარით დატოვა. ოპერმუშაკები უკან მიჰყვნენ, მაგრამ… გზაზე სამსახურის „ვოლგას“ ჩამორჩნენ და დაეკარგათ. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. სხვა გზა აღარ დარჩა, ოპერმუშაკები ტრესტის მმართველს ბინასთან დაელოდნენ, ის კი გვიან დაბრუნდა და როცა სადარბაზოში შედიოდა, ხელიდან ცელოფანი დაუვარდა, შიგნით ჩადებული რაღაც დაიმტვრა და მან ცელოფანი იქვე კუთხეში მიაგდო. ძალოვნებმა ცელოფანი დაათვალიერეს და შიგნით თიხის ორი ცალი ყანწი იყო დალეწილი. ყველაფერი ზემდგომებს მოახსენეს და…

„სოფელში იყო… მამა-პაპისეული სახლი აქვს დაკეტილი, ალბათ, უკანა გზაზე გაჩერდა, სხვაგან არ იყიდება ეს თიხის ნივთები და ეს გამოაყოლა. სასწრაფოდ, დასავლეთში მივდივართ“, – ასეთი იყო ბრძანება და ოპერჯგუფი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ოთხი მანქანით წავიდა. მეზობლების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ტრესტის მმართველი სახლში მართლაც იყო, იქ ორი საათი გაჩერდა და უკან გაბრუნდა.

ეზოში ახალი მიწაყრილი არ ჩანდა, რომ ეფიქრათ, გოგონა მოკლა და იქ დამარხაო. ამიტომ, სახლის დათვალიერება გადაწყდა და სარდაფში, რომელიც მთლიანად ხით იყო მოპირკეთებული, ერთ-ერთ ოთახში გოგონა იპოვეს. ის ჯაჭვითა და ბოქლომით იყო დაბმული, იქვე იყო, ათ ლიტრამდე წყალი, ასევე ძეხვი, პური, კიტრი და პომიდორი. იქვე იდო სათლიც, რომელშიც გოგონას, სავარაუდოდ, ბუნებრივი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. ყველაფერი ცხადი იყო და უხეში გათვლებით, ეს საკვები და წყალი გოგონას სამ დღეზე მეტი არ უნდა ყოფნოდა. ამიტომ, სამართალდამცავები ჩასაფრდნენ, თან დაკითხვის დროს, ბავშვთა სახლის დირექტორს ერთხელაც არ უხსენეს ტრესტის მმართველი, რამაც ის დაამშვიდა. სამი დღის შემდეგ, მთავარმა ეჭვმიტანილმა გეზი კვლავ მშობლიური სოფლისკენ აიღო და როცა სარდაფში ჩავიდა, იარაღმომარჯვებულ ძალოვნებს წააწყდა. გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ოპერმუშაკები ეზოშიც იყვნენ.

„ბავშვთა სახლის დირექტორი ჩემი მეგობარია. ერთხელ ვიყავი მასთან მისული და არ ვიცი, რა დამემართა, ერთ-ერთ ბავშვზე ვუთხარი, რომ გაიზრდება, კარგი გოგო დადგება-მეთქი. სავარაუდოდ, ეგონა, რომ მე ბავშვები მომწონდა და დაბადების დღეზე გამაოცა. შეამოწმეთ, ნახეთ, მე გოგოსთვის ხელი არ დამიდია, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, ამიტომ უბრალოდ, მყავდა და ვკვებავდი. მერე, როცა ის დაიჭირეთ, შემეშინდა და სოფელში წამოვიყვანე. ხომ ნახეთ, არც მოკვლა მინდოდა და არც მიძალადია“, – ამბობდა ტრესტის მმართველი და საბედნიეროდ, გოგონას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. ბავშვმა დაადასტურა, რომ ის მხოლოდ დაბმული ჰყავდათ და აჭმევდნენ.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ტრესტის მმართველი სამსახურიდან გაათავისუფლეს და… სამი წლით პირობითი სასჯელი მისცეს, ბავშვთა სახლის დირექტორს კი რვა წელი ერგო.

წყარო: versia.ge

სხვა ახალი ამბები:

გია ნიკოლაძე: დამესივნენ ტურებივით, რა უნდოდათ, გაუგებარია

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ოჯახში ვიღაც ავად არის – ილია მეორის დარიგება

 

VIDEO: შემაშფოთებელი კადრები -ლუდსახარშის თანამშრომელი ავზში შარდავს (უცხოეთი)

გიორგი ზერეკიძე ლაშა ბუღაძეს – შენში ერთდროულად ბუდობს ყველა ის სიმახინჯე, რაც სააკაშვილ-არავიძეს გვახსენებს ქართველებს! შენ ვარლამი ვერასოდეს გახდებოდი, ამიტომ აირჩიე დოკსოპულოს გზა!

 

გაბოროტებული ლაშა ბუღაძე ამჯერად “ქართული ოცნების” ლიდერების შვილებს შეეხო

 

ინტიმური ვიდეო მასალის გავრცელება „TIK TOK“-ზე და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოებისა და ხმოვანი შეტყობინებების უკანონოდ მოპოვება – დანაშაულში 14 პირია მხილებული

“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

 

28 ოქტომბრიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება – სადამდე გაგრძელდება ნეგატიური პერიოდი, რომელიც ბევრს უსიამოვნებას მოუტანს?

“სრულდება, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე… მოხდება დიდი ცვლილებები…” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

 

 

იტალიაში, ავარიას ქართველი ემსხვერპლა – ცნობილია მისი ვინაობა (ფოტო)

(ვიდეო) ასე გაჩნდა ქორწილში ხანძარი, რომელმაც 100 ბედნიერი ადამიანი შეიწირა – ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე

ქორწილში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 100 სტუმარი შეეწირა – სად დატრიალდა ენით აუწერელი საშინელი ტრაგედია (ვიდეო)

 

“ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა… ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა” – რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

 

(ვიდეო) წარმოუდგენელი კადრები: ახლობლები ციხიდან გამოსულს ცეცხლსასროლი იარაღით მიესალმნენ და შემთხვევით მოკლეს

 

Cesko