24 Views
კვლავაც მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანისა და მკვლელის განდიდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტარის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ კომენტარს ახლავს „სეზონი ტვ“-ს ვიდეო, რომელშიც წამყვანი აცხადებს, რომ „საქართველოში სტალინის ფიგურასთან ბრძოლა დაუშვებელია“ და „ნებისმიერი, ვინც სტალინის გენიას დაუპირისპირდება, მუშტს დაიმსახურებს“.
აღნიშნული ვიდეო თავის მხრივ ტელეკომპანია „ფორმულას“ „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.