“მარგველაშვილიც ზუსტად ისეთივე სუფთა კაცია, როგორც შენ, ჩემო პიტალო, ანუ არც სუფთაა და არც კაცი – ისიც და შენც თან უცხოელი აგენტები იყავით და თან „ოცნებაში“ შეგზავნილი „ნაცმოძრაობის“ „ნასედკები“…”

0
1169
23 Views

გია ხუხაშვილი, იგივე ბატონი პიტალო, სააკაშვილის ლობისტებისგან ქრთამის აღების თემაზე გიორგი მარგველაშვილს გამოესარჩლა და თქვა, მარგველაშვილი ყველაზე სუფთა კაცია და ბიძინა ივანიშვილმა მისი გასვრაც მოინდომაო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

https://www.palitravideo.ge/video/

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გია ხუხაშვილიც და გიორგი მარგველაშვილიც, უცხოელი აგენტები და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ „ქართულ ოცნებაში“ შეგზავნილი პირები იყვნენ.
მისი თქმით, ხუხაშვილი 2012 წლის არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილს ფულსაც ჰპარავდა.

„გია ხუხაშვილი, იგივე ბატონი პიტალო, სააკაშვილის ლობისტებისგან ქრთამის აღების თემაზე გიორგი მარგველაშვილს გამოესარჩლა და თქვა, მარგველაშვილი ყველაზე სუფთა კაცია და ბიძინა ივანიშვილმა მისი გასვრაც მოინდომაო.

საინტერესოა, რომ საკუთარ სისუფთავეზე თვითონ მარგველაშვილიც კი არ დებს თავს. როდესაც სააკაშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ ქრთამის აღებაზე დაუსვეს კითხვა, საყოველთაოდ ცნობილმა პოლიტიკურმა კიკუმ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, 10 500 დოლარად აბა როგორ გავიხდიდიო. ანუ გასახდელად რომ ყოველთვის მზადაა, ამას თავადაც არ უარყოფს, უბრალოდ, საჯაროდ იმის აღიარება მაინც არ მოუნდა, რომ ამხელა ექსპრეზიდენტი კაცი მხოლოდ 10 500 დოლარად გაიყიდა.

სინამდვილეში, მარგველაშვილიც ზუსტად ისეთივე სუფთა კაცია, როგორც შენ, ჩემო პიტალო, ანუ არც სუფთაა და არც კაცი. განგებამ ორივეს ერთი ხვედრი გარგუნათ – ისიც და შენც თან უცხოელი აგენტები იყავით და თან „ოცნებაში“ შეგზავნილი ნაცმოძრაობის „ნასედკები“.

იმ დროს, როდესაც 2012 წლის სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნებში ადამიანებს თავი ჰქონდათ გადადებული, ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს იპარავდა და მოპარულ თანხებს საკუთარ ცოლ-შვილზეც კი აფორმებდა. როცა მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, პირველივე კანონზე ვეტოს დადება მოინდომა, ისე, რომ იმ კანონის საწინააღმდეგოდ ერთი არგუმენტიც არ ჰქონდა. მარგველაშვილი თვეობით არ ხსნიდა გრიფს დოკუმენტებს, რომლებიც სააკაშვილის კორუმპირებულობას ადასტურებდა და ეს მან მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც საჯარო კრიტიკა დაატყდა თავს. პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წყალობით მიღებული პრეზიდენტის მაღალი სტატუსი მარგველაშვილმა ნაცმოძრაობისა და მისი პატრონების აგენტობაზე გაცვალა. ბატონო გია, ჩემო პიტალო, სწორედ ამ და ბევრ სხვა ფაქტზე დაყრდნობით, სრული სითამამით შემიძლია ვთქვა, რომ შენც და მარგველაშვილიც ზუსტად ერთნაირი სიბინძურის ეტალონები ხართ.

ასე რომ, ჩემო პიტალო, ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, ნურც შენი და ნურც შენი პარტიული ამხანაგების სისუფთავის საჯაროდ დაცვით დიდად ნუ გამოიდებ თავს, თორემ თქვენი სიბინძურის გასახსენებელი ფაქტი კიდევ ბევრი გვაქვს. იმასაც კიდევ ერთხელ გაგახსენებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამართლიანობა შენს მიმართაც აღდგება და შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, დაფერთხვა შენც აუცილებლად მოგიწევს“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

2018 წელი რას ამბობდა ხუხაშვილი მაშინ:

 

Cesko