28 Views
ჟურნალისტების მარგარიტა სიმონიანის და ქსენია სობჩაკის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მოსკოვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დააკავეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ეს უკვე მერვე დაკავებულია ამ საქმის ფარგლებში. მათგან 4 არასრულწლოვანია.
გამოძიების ინფორმაციით, სიმონიანის და სობჩაკის მკვლელობას ამზადებდნენ ნეონაცისტები დაჯგუფებიდან „პარაგრაფი-88“, რომლებიც დაკავების დროს სიმონიანსა და სობჩაკზე თვალთვალს ახორციელებდნენ.
ერთ-ერთმა დაკავებულმა, 18 წლის მიხეილ ბალაშოვმა განაცხადა, რომ მარგარიტა სიმონიანის და ქსენია სობჩაკის მკვლელობა მათ უკრაინის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს.