“სანაცვლოდ” წაიყვანონ ჩვენი “მაოხრებელი გზირი”, მათი სანატრელი მოქალაქე!” – პატიმარ სააკაშვილის ვისში გაცვლა იქნებოდა მისაღები მაია ნიკოლეიშვილისთვის, რას წერს ექსპერტი

0
3578
26 Views

უტოპიური სურვილი გამიჩნდა, მაგრამ თვით აზრმა ისეთი სიმშვიდე მომგვარა, ისეთი ბედნიერება;
-დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, ეს აქსიომაა, ეს ყველას ეხება, მათ შორის, სააკაშვილს, მაგრამ…
-ლუკიანოვსკის დროებითი დაკავების საკანში კიევო-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პავლეა დატყვევებული. მან წერილი მისწერა საძმოს და სამწყსოს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ერთადერთი, რაც პირადად მე, ერთ, კანონის პატივისმცემელ და კანონმორჩილ მოქალაქეს, სააკაშვილის საკითხში, კანონის გვერდის ავლას დამაშვებინებდა, კიევო-პეჩორის მიტროპოლიტ პავლეში “გაცვლა” (უფალო, მაპატიე, ამ სიტყვისთვის!) იქნებოდა, და კიევო-პეჩორის, პოჩაევის ლავრებისა და უკრაინაში დასვენებული, ფიზიკური განადგურებისთვის განწირული სიწმინდეების, ხატების, წმინდანთა უხრწნელი ნაწილების თუნდაც, ნაწილი, საქართველოსთვის დროებით, დასაცავად გადმოცემა! აკი, ჩვენი საპატრიარქო, ხალხი და სამება, სიონი, სვეტიცხოველი, გელათი… მათ დაიტევენ და სათუთად მოუვლიან.
“სანაცვლოდ” (ამ სიტყვისთვისთვის, შემინდე, უფალო!) – წაიყვანონ ჩვენი “მაოხრებელი გზირი”, მათი სანატრელი მოქალაქე!
უფალო, მაპატიე, და შემინდე, მე ცოდვილს, თუ ეს ჩემი ფიქრი და აზრი მკრეხელურია.
დიდება უფალს!
მშვიდობა საქართველოს!

მაია ნიკოლაიშვილი, სამედიცინო ექსპერტი; სოციალური ქსელი

 

Cesko