“დასავლეთმა მთლიანად გაანადგურა და დაამახინჯა ეს არსი და იმის ნაცვლად, რომ რეალურად გაჭირვებულ ქვეყნებს დახმარებოდა, მარცვლეულის შეთანხმება პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა”

0
257
25 Views

რუსეთის პრეზიდენტი, მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნების პირობებს, მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს. პარალელურად კი, დასავლეთის ქვეყნებს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ჩვენ არაერთხელ გავაგრძელეთ ეს შეთანხმება და გამოვიჩინეთ მოთმინება. ველოდით, რომ ჩვენი საერთაშორისო კოლეგები ბოლოს და ბოლოს შეასრულებდნენ შეთანხმების პირობებს. მაგრამ ასე არ მოხდა. დასავლეთმა მარცვლეულის შეთანხმებით, ურცხვად ისარგებლა. უბრალოდ და სრულად დამახინჯებულია ამ შეთანხმებების მნიშვნელობა და არსი. დასავლეთმა მთლიანად გაანადგურა და დაამახინჯა ეს არსი და იმის ნაცვლად, რომ რეალურად გაჭირვებულ ქვეყნებს დახმარებოდა, მარცვლეულის შეთანხმება პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა. გარდა ამისა, ტრანსნაციონალური კორპორაციების, მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის სპეკულანტების გამდიდრების იარაღად აქცია“, – აცხადებს პუტინი.

Cesko