იუდას გზა – სააკაშვილების ოჯახის გზა! 30 ვერცხლი, საქართველოს ღალატისთვის! ,- ასე ეხმაურება დიპლომატი, პროფესორი, გიგლა ბარამიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, კერძო კომპანიებს უხდის თანხებს.
„იუდას გზა- სააკაშვილების ოჯახის გზა! 30 ვერცხლი, საქართველოს ღალატისთვის! „მაოხრებელი გზირის” მორიგი წუნკალი ქმედება, უკვე საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადასტურებული. საქართველოს ხელისუფლებავ, როდემდე ვითმინოთ ქართველი ხალხისგან წაგლეჯილი თანხებით, ქვეყნის ამოგდების მუხთალი მცდელობა?“,-წერს გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.