გაპრეზიდენტების შემთხვევაში ევროპას ვთხოვ, უკრაინაში გაგზავნილი იარაღის გამო, აშშ-ს იარაღის მარაგის აღდგენაში დაეხმაროს – ტრამპი

0
245
25 Views

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი მას შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევენ, ევროპას სთხოვს უკრაინაში გაგზავნილი იარაღის გამო, ვაშინგტონს მარაგის აღდგენაში დაეხმაროს.

„სამ წელზე ნაკლები ხნის წინ, მე მთლიანად აღვადგინე შეერთებული შტატების არმია და ამერიკა ძლიერ გლობალურ პოზიციამდე მივიყვანე. ოცდაცხრა თვის შემდეგ, არსენალი ცარიელია, ხაზინა დაიშალა, ჩვენი ქვეყანა სრულიად დამცირებულია და გვყავს კორუმპირებული, თაღლითი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მესამე მსოფლიო ომში გვითრევს.

ევროპას ვთხოვ, აგვინაზღაუროს უკრაინაში გაგზავნილი იარაღის მარაგის აღდგენის ხარჯები. როცა თეთრ სახლში დავბრუნდები, პირველ დღეს ჩვენ დავუბრუნდებით საერთაშორისო პოლიტიკას, რომელიც პირველ ადგილზე დააყენებს შეერთებულ შტატებს“, – აცხადებს ტრამპი.

Cesko