11-დან 13 წლამდე გოგონებს სექსუალურად ავიწროებდნენ – პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს

0
2110
27 Views

პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს. სამართალდამცველებს შეხლა-შემოხლის ფონზე კაცების დასაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

„ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა“, – წერს პოლონური მედია.

Cesko