რა თქვა სასამართლოზე კაცმა, რომელიც ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის დაიჭირეს?

0
11698
24 Views

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს. სასამართლოს სხდომა დახურული იყო.

როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის სახაზინო ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ამ ეტაპზე ბრალდების მხარე მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა და საქმეში სხვა მასალები არ დევს.

„ამბობს, რომ არ ჩაუდენია მას ეს დანაშაული. იყენებს დუმილის უფლებას. გამოძიება ეყრდნობა არასრულწლოვნის განცხადებას. ექსპერტიზის დასკვნა არანაირი არაა. სხვა მტკიცებულებები საქმეში, ჯერჯერობით, არ არის. მერე რა იქნება, არ ვიცი”, – ამბობს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურამ 13 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად არასრულწლოვანთან მუშაობს ფსიქოლოგიც.

ცნობისთვის, 1985 წელს დაბადებული ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი

Cesko