ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში

0
313
31 Views

ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, მაგრამ, იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს გარშემო არის შექმნილი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რითაც უპასუხა კითხვას – როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის მხარემ დატოვა.

„გამოწვევები სერიოზულია, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას ვახერხებთ. დღემდე ასეა და ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა კობახიძემ.

13 ივლისს ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებები დროზე ადრე დატოვა და ვერ შედგა დისკუსია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეების შინ უპირობო დაბრუნების საკითხზე.

Cesko