გუტერეშმა პუტინს SWIFT-ის სისტემასთან წვდომის სანაცვლოდ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება შესთავაზა – Reuters

0
234
27 Views

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირების სანაცვლოდ, მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება შესთავაზა. ინფორმაციას „როიტერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთი იმუქრება, რომ შეწყვეტს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელსაც ვადა ორშაბათს ეწურება, რადგან საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტთან დაკავშირებით მისი რამდენიმე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსკოვის მთავარი მოთხოვნაა რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ ხელახალი დაკავშირება SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის ქსელთან, რომელიც ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გათიშა.

„ევროკავშირი განიხილავს „როსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის SWIFT-თან დაკავშირებას, რათა სპეციალურად მარცვლეულისა და სასუქის ტრანზაქციები დაუშვას“, – განუცხადა Reuters წყარომ.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის სტეფან დუჟარიკის ინფორმაციით, გუტერეშმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, თუმცა მან დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.

„მიზანი არის დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის მეშვეობით, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოთქმული მთავარი შეშფოთებაა, რათა დაუშვას უკრაინული მარცვლეულის გადატანა შავი ზღვის გავლით“, – განუცხადა გაეროს სპიკერმა მედიას.

Cesko