19 Views
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ მან დააფიქსირა რაკეტის გაშვება.
ფხენიანმა რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც, მათი მტკიცებით, აშშ-ის ჯაშუშური თვითმფრინავები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
შორი მანძილის რაკეტა ერთ საათზე მეტხანს მიფრინავდა, სანამ იაპონიის წყლების სიახლოვეს არ დაეშვა. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტამ დაახლოებით 1000კმ დაფარა.