„აი, თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები… ” – ვინ აღმოჩნდნენ სვამნეთში დაღუპული ბიჭები და რას წერს მათზე კინორეჟისორი?

0
10389
49 Views

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მუ­ლა­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. უა­მინ­დო­ბის გამო გზებ­ზე ცუდი ხილ­ვა­დო­ბა იყო, რის შე­დე­გა­დაც, მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რი­დან ამო­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი:

“სა­ში­ნე­ლი ღამე იყო უშ­გულ­ში… ღა­მის 3 სა­ათ­ზე ტე­ლე­ფო­ნი რე­კავს… ნუკ­რი ლე­ვანს აღ­ვი­ძებს და მი­დი­ან…

ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მხო­ლოდ მან­ქა­ნა არის ამო­საყ­ვა­ნი… არ დაგ­ვი­ჯე­რე­ბია…

დე­დი­კომ თქვა ცუდი ამ­ბა­ვი რომ იყოს, კი­ვი­ლი მოგ­ვეს­მე­ბაო. სტი­ქი­ის დროს მურყმე­რი­და­ნაც კი ის­მო­და კი­ვი­ლიო. ვი­დე­ქით მე და დედა ფან­ჯა­რას­თან და ვცდი­ლობ­დით გა­მოგ­ვეც­ნო რა ხდე­ბო­და. ვი­დე­ქით და ვუ­ყუ­რებ­დით საით მი­დი­ო­და ჩვე­ნი მან­ქა­ნა.

ვი­ყუ­რე­ბით ფან­ჯრი­დან სა­ი­და­ნაც მთე­ლი უშ­გუ­ლი მო­ჩანს. ყვე­ლა ეზო­დან მან­ქა­ნა გა­მო­დი­ო­და და ქვე­ვით­კენ მი­დი­ო­და ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არ იყო რო რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და. და აი თურ­მე სად გარ­ბოდ­ნენ უშ­გუ­ლე­ლი ბი­ჭე­ბი – გა­მორ­ჩე­უ­ლი უშ­გუ­ლე­ლი გი­ორ­გე­ბის საშ­ვე­ლად, სა­ძებ­ნე­ლად, ნეტა ეს ყვე­ლა­ფე­რი წუ­ხელ დამ­სიზ­მრე­ბო­და.

რო­გორ ვეხ­ვე­წე­ბო­დი გიო რა­ტი­ანს “დედე”-ში მთა­ვარ როლ­ში უნდა გა­და­გი­ღო, ძაან სიმ­პა­ტი­უ­რი ხარ­-თქო, ჩემს ნათ­ქვამ­ზე ეცი­ნე­ბო­და.

არა არ მეჩ­ვე­ნე­ბო­და სხვა­ნა­ი­რე­ბი იყ­ვნენ… და სხვა­ნა­ი­რე­ბის ად­გი­ლი კი, ალ­ბათ, არ არის ამ ცოდ­ვილ მი­წა­ზე…” – დაწერა მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნმა.

ავა­რი­ის დროს გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნი მან­ქა­ნი­დან ხტე­ბო­და, მაგ­რამ პრო­ტეზმა შე­უშა­ლა ხელი…“ – როგორ მოხდა საბედისწერო ავარია და რანაირად გადარჩა მულახის გზაზე მანქანაში მჯდომი მესამე მგზავრი?

„დღისით ვერ შეჰბედე ჩემს მთასავით ძმებს, ღამით, უკუნეთ სიბნელეში გზად აადევნე, ზურგიდან მიაპარე…“ – ვინ არიან სვანეთში დაღუპული ახალგაზრდები და რას წერენ მათზე?

Cesko