„როცა შეგვეჩვიე და შეგვიყვარდი, მაშინ დაგვტოვე! არასოდეს დაგვავიწყდები, ანგელოზად გაფრენილო” – ზღვაში დაღუპულ 16 წლის ლუკა აბულაძეს დამრიგებელი ემშვიდობება

0
735
20 Views

ლუკა აბულაძე, რომელსაც 4 ივლისის შემდეგ ზღვაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ლუკას ოჯახი, ახლობლები და კლასელები ემშვიდობებიან.

ასე ემშვიდობება ლუკას სსიპ ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლა მე-9 კლასის ხელმძღვანელი ირინა სურმანიძე…

„ჩემო კეთილო და მორიდებულო ბიჭო, არ მინდა დავიჯერო რომ კლასში ჩემი შემოსვლიათანავე არ წამოხტები და არ მეტყვი: „ირა მას, როგორ ხართ?” სულ მეცინებოდა ამაზე. ვიცოდი, შენიშვნა არ გინდოდა მომეცა რომელიმესთვის და მასწრებდი მუდამ. არც ვიცი რა უნდა დავწერო, ან შენი მშობლები როგორ უნდა ვანუგეშო, ყველა სიტყვა სიცარიელეა…

არასოდეს დამავიწყდება შენი პაწია ზურგით ცხრაჯვარზე ატანილი ქვებით სავსე დიდი ტომარა, გზადაგზა ისვენებდი და თეთრ პერანგს იფერთხავდი. მე გეჩხუბებოდი: გადაყარე, საკმარისია, ნუ ათრევ ამ სიმძიმეს-მეთქი! შენ კი, მაინც ჯიუტად მიუყვებოდი აღმართს. ნეტავ მაშინ რა ჩაიფიქრე და რა სთხოვე ღმერთს. როცა შეგვეჩვიე და შეგვიყვარდი, მაშინ დაგვტოვე! არასოდეს დაგვავიწყდები სიცოცხლით გაუმაძღარო, ანგელოზად გაფრენილო, ჩემო კეთილო ბიჭო. ჩემი ხელით რეზინით თმას რამდენჯერ აგიწევდი, სახე გამოაჩინე-მეთქი… ვახ… იმედი მაქვს და მჯერა, რომ იქ, იმიერში, მეტად კეთილი ადამიანები შეგხვდებიან”, – ამბობს პედაგოგი.

რა გადაწყვიტა მოსამართლემ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე

 

დაუნდობლად მოკლეს 24 წლის ბიჭი, ღამით თავს დაესხდა და აჩეხა საცოდავი ბიჭი. ვერ წარმოიდგენთ ვინ დააკავეს

Cesko