20 Views
შეუბნის საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკოლის მოსწავლე თედო მეტრეველი გარდაიცვალა.
“შეუბნის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მოსწავლის, თედო(ნიკოლოზ) მეტრევლის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
თედო იყო ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე. ბავშვური სიანცით ანთებული თვალებით, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, მეგობრული, თბილი, თავაზიანი…
ყველა სიტყვა უძლურია ამ უდიდეს ტრაგედიასთან. სკოლის სახელით ვუსამძიმრებთ და გამძლეობას ვუსურვებთ მის ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებსა და მთელს რაიონს.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს შენს უკვდავ სულს.
ყოველთვის ისეთი ლაღი და სიკეთით სავსე გვემახსოვრები, როგორიც იყავი” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:.dainteresdi. club