რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტიორთა შორის ევროკავშირი ჩინეთთან ერთად ლიდერია

0
252
25 Views

ჩინეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტიორთა შორის. ამის შესახებ წერს გამოცემა Visual Capitalist-ი სტატიაში „ვინ ყიდულობს რუსულ წიაღისეულ საწვავს 2023 წელს?“.

როგორც გამოცემის მიერ შედგენილი გრაფიკიდან ჩანს, 2023 წლის 16 ივნისისთვის ჩინეთის მიერ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის მაჩვენებელმა 30 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთის მიერ იმპორტირებული საწვავის 80%-ს ნედლი ნავთობი შეადგენს, რუსეთის საშუალო დღიურმა შემოსავალმა ჩინეთში წიაღისეული საწვავის იმპორტიდან 210 მილიონი დოლარიდან (2022 წელი) 178 მილიონ დოლარამდე (2023 წელი) შემცირდა, რაც დიდწილად რუსული ნედლი ნავთობის ფასის შემცირებით არის გამოწვეული.

ჩინეთის შემდეგ რუსული წიაღისეული საწვავის ყველაზე მსხვილ იმპორტიორს ევროკავშირი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აიკრძალა, ევროკავშირის ქვეყნებმა 18,4 მილიარდი დოლარის წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელეს, სადაც 60%-ს ნედლი ნავთობი, 40%-ს კი ბუნებრივი აირი წარმოადგენდა.

ჩინეთისა და ევროკავშირის შემდეგ ინდოეთი მოდის, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წიაღისეული საწვავის იმპორტი თითქმის 10-ჯერ გაზარდა.

Cesko