POSTV-ის ინფორმაციით, პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა

0
365
36 Views

ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა.

ღია შეკრებების სივრცე „ლისი ვანდერლენდი- ს” და შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი- ს” თანამფლობელებს შორის უთანხმოება 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდი- ს” ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს” ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალი-ს” გამო წარმოიშვა.

აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, ბიზნესმენ გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.
მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას.
ინფორმაციისთვის გეტყვით , რომ შპს „თბილისის იპოდრომი-ს” 16.5% წილის მფლობელად ფიქსირდება გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი -ს” 100% წილის მფლობელი”- აღნიშნულია ‘POSTV”-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

Cesko