“მხოლოდ საქართველოში შეიძლება სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე“ – რას წერს, 4 ბიჭის დედა, მსახიობი ნინო ლეჟავა

0
853
40 Views

მსახიობი ნინო ლეჟავა, რომელიც თეატრში როლებით ყოველთვის განებივრებულია რამდენიმე სამსახურში მუშაობს.

დაუზარელი, შრომისმოყვარე, აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრების მქონე მსახიობი ამასთანავე 4 ბიჭის დედაა.

– პროფესიული არჩევანი, რომელიც თავის დროზე თეატრის სასარგებლოდ გააკეთეთ, წლებმა რა აჩვენა – სწორი გადაწყვეტილება იყო?

– ფინანსურად – ნაკლებად, რადგანაც უფრო წელგამართული რომ ვყოფილიყავი, ალბათ აჯობებდა, მაგრამ თუ სულიერი მოთხოვნილებების, სისხლის ყივილის, ჩემი საქმისადმი სიყვარულის, თავდადების, შრომისმოყვარეობის კუთხით შევხედავთ, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, როცა პროფესიით ჩვენში სამსახურს ძალიან ცოტა ადამიანი თუ შოულობს. შემიძლია, ვიამაყო და ვიტრაბახო კიდეც, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერი თავიდან რომ დავატრიალო, ისევ ამ გზას გავივლიდი და აქ მოვიდოდი… თუმცა, ალბათ, პარალელურად შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურადაც მოვქცეულიყავი…

– რას გულისხმობთ?

– წინასწარ რომ მქონოდა გათვლილი, ეს რთული ცხოვრება მოვიდოდა და თადარიგი დამეჭირა, ახლა ჩემთვის სულ პატარა ბიზნესი მექნებოდა. დღეს ერთ ადგილზე საქმიანობით, გამორიცხულია, იარსებო. ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასე ხდებოდეს – სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე.

 

წყარო:ambebi.ge

Cesko