მი­თხრა, – “დედა, მიყ­ვარ­ხარ“, ვუ­თხა­რი, – “მეც მიყ­ვარ­ხარ, თავს გა­უფრ­თხილ­დი”. – ვინ იყო 17 წლის მოზარდი, რომელიც პოლიციამ მოკლა და რა მოხდა საბედისწერო დღესერთი სა­ა­თის შემ­დეგ კი რას მე­უბ­ნე­ბი­ან?

0
1130
38 Views

საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ 17 წლის ახალ­გაზ­რდის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ პრო­ტეს­ტი არ წყდე­ბა. აქ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ძა­ლა­დობ­რივ შე­ტა­კე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და. არე­უ­ლო­ბაა პა­რიზ­ში, მარ­სელ­ში, ლი­ონ­ში, ტუ­ლუ­ზა­სა და ლი­ლი­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სულ მცი­რე, 421 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად 40 000 სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი გა­მო­იყ­ვა­ნა.

რო­გორ მოკ­ლა პო­ლი­ცი­ელ­მა 17 წლის მო­ზარ­დი?
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ვერ­სი­ით, პო­ლი­ცი­ელ­მა ბიჭს ეს­რო­ლა, რად­გან მო­ზარ­დი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­თან შე­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­და.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო “ფრანს პრე­სი“ წერს, ეს ვერ­სია არ დას­ტურ­დე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით. პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც მო­ზარდს ეს­რო­ლა, და­კა­ვე­ბუ­ლია.

მან ბო­დი­ში მო­უ­ხა­და მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის ოჯახს. “ის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, დი­ლით იმის­თვის არ ამ­დგა­რა, რომ ადა­მი­ა­ნი მო­ეკ­ლა. პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც თქვა, იყო ბო­დი­ში, ის ბო­დიშს უხ­დის ოჯახს“, – ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ად­ვო­კა­ტი ლო­რენ ფრენკ ლი­ნა­რი.

ვინ არის მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დი და რას წერს მის შე­სა­ხებ ფრან­გუ­ლი მე­დია?
ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, 17 წლის ბიჭი, ნა­ჰელ მ, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ცი­ამ მოკ­ლა, მარ­ტო­ხე­ლა დე­დის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. მო­ზარ­დი ელექტრი­კო­სო­ბას სწავ­ლობ­და, თუმ­ცა სწავ­ლას თავი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ა­ნე­ბა და კუ­რი­ე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ სწრა­ფი კვე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში. კუ­რი­ე­რად ის მო­ტო­ციკ­ლით მუ­შა­ობ­და.

გა­მო­ცე­მა Le Parisien-ის ცნო­ბით, ნა­ჰე­ლი დე­დას­თან ერ­თად, პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და. რა­დიო FranceInfo-ს ცნო­ბით, ბიჭი ადრე და­დი­ო­და სპე­ცი­ა­ლურ კურ­სზე, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იყო ქცე­ვი­თი, ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის. გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში კი ის რაგ­ბის გუნდში ჩა­ე­წე­რა.

“ის იყო ბავ­შვი, რო­მელ­საც სურ­და წინსვლა, ინ­ტეგ­რა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად. ის არ იყო ბავ­შვი, რო­მე­ლიც სჩა­დი­ო­და და­ნა­შა­უ­ლებს, ან ცხოვ­რობ­და ნარ­კო­მა­ნი­ით“, – ასე ახა­სი­ა­თებს გარ­დაც­ვლილს ასო­ცი­ა­ცია Ovale Citoyen-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯეფ პუ­ე­ჩი. ეს არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ახა­ლა­გაზ­რდებს და­ეხ­მა­როს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ სპორ­ტულ ბა­ზარ­ზე.

მი­სი­ვე თქმით, რაგ­ბის კლუბ­ში, ვინც ნა­ჰელს იც­ნობ­და, ყვე­ლამ იცო­და და ხე­დავ­და, რომ ბიჭს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის დე­დის მი­მარ­თვა:

“ჩემ­მა შვილ­მა მა­კო­ცა, მი­თხრა, – “დედა, მიყ­ვარ­ხარ“, ვუ­თხა­რი, – “მეც მიყ­ვარ­ხარ, თავს გა­უფრ­თხილ­დი”. ერთი სა­ა­თის შემ­დეგ კი რას მე­უბ­ნე­ბი­ან? მათ ჩემი შვი­ლი დახ­ვრი­ტეს. რა უნდა გა­ვა­კე­თო? ის იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, ჩემი შვი­ლი. ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო“, – ამ­ბობს დედა.

პრო­კუ­რორ პას­კალ პრა­ჩეს თქმით, ნა­ჰე­ლი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო იმის­თვის, რომ მო­ტო­ციკ­ლი მარ­ტოს ეტა­რე­ბი­ნა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭს პო­ლი­ცი­ას­თან პრობ­ლე­მე­ბი ად­რეც ჰქონ­და. პრობ­ლე­მე­ბი კი ძი­რი­თა­დად ავ­ტო­მო­ბი­ლის, ან მო­ტო­ციკ­ლის მარ­თვას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

“ის 17 წლის იყო, კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და და მას ეს­რო­ლეს. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი. პო­ლი­ცია რა­საც ამ­ბობს, უაზ­რო­ბაა, მათ ფა­ი­ლებს აკ­ლია სი­ზუს­ტე“, – ამ­ბობს ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ია­სინ ბუზ­რო.

წყარო: ამბები

Cesko