თურქული პარტიის (Vatan Partisi) ლიდერი ქვეყნის ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

0
277
52 Views

თურქული პარტიის „სამშობლოს“ (Vatan Partisi) ლიდერმა დოგუ პერინჩეკმა თურქეთის ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აფხაზური ტელეგრამ-არხები წერენ.

„სამშობლო“ „მუშათა პარტიის“ ყოფილმა წევრებმა შექმნეს. ის მხარს უჭერს ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან თურქეთის დაახლოებას. დოგუ პერინჩეკი ნატოდან თურქეთის გასვლას და ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკული ბაზების გაყვანას მოითხოვს.

მანამდე დოგუ პერინჩეკმა თურქეთის ხელისუფლებას ყირიმზე რუსეთის იურისდიქციის აღიარება მოსთხოვა და უკრაინის წანააღმდეგ რუსეთის აგრესიას მხარი დაუჭირა. მან ანტალიაში საპროტესტო აქცია გამართა, როდესაც თურქულმა ბანკებმა რუსული ბარათის, „მირის“ მიღებაზე უარი განაცხადეს.

პერინჩეკი ამბობს, რომ მას ნაკლებად აქვს იმედი, რომ ოფიციალური ანკარა აფხაზეთს აღიარებს, ამიტომ პირველ ეტაპზე ის აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსს შორის ურთიერთობების დალაგების ინიციატივით გამოდის. ჩრდილოეთ კვიპროსს თურქული ძალები აკონტროლებენ და ეს არაღიარებული წარმონაქმნია.

Cesko