58 Views
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, შემაშფოთებელია პირდაპირი ფრენები, ვინაიდან რუსებს ევროპაში გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ.
ნიკოლეიშვილის თქმით, დეგნანს საქართველოს მოსახლეობა უვიცი ჰგონია, ვინაიდან, თუ რუსებს ევროპაში ჩასვლა სურთ, ისინი სტამბოლიდან ან დუბაიდანაც მოახერხებენ ამას.
“ეს ქალი ან შლეგია, ან საქართველოს მოსახლეობა ჰგონია უვიცი. ერთიც და მეორეც დიდი უბედურებაა. თუ რუსს ევროპაში ჩასვლა უნდა, სტამბოლიდან, დუბაიდან და სხვა ქვეყნებიდან ვერ ჩავა? ან თუ ევროპის რომელიმე ქვეყანას რუს მოქალაქეებზე აკრძალვა აქვს, უკან ვერ გააბრუნებს? კარგი იქნება თუ მალე მოცილდება ჩვენ ქვეყანას ეს მართლაც არაადეკვატური ქალი”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.