პრიგოჟინის ამბოხებამ აჩვენა, რომ დასავლეთს არ სურს პუტინის დამხობა – Politico

0
863
50 Views

რუსეთში ბოლოდროინდელმა ამბოხების მცდელობამ დაამტკიცა, რომ რამდენადაც არ უნდა სძულდეს მსოფლიო ლიდერებს ვლადიმერ პუტინი, მათ არ სურთ რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელად გადაყენება, – ამის შესახებ უკრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, დასავლელ ლიდერებს ძალიან ეშინიათ რუსეთის ფედერაციაში შესაძლო არასტაბილურობის, რომელიც პუტინის დამხობას მოჰყვება.

ამასთან, დასავლეთს სძულს პუტინი, მაგრამ ურჩევნია ის დარჩეს ხელისუფლებაში.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა, მაგრამ ამავდროულად არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლას არ აპირებს. როგორც ჟურნალისტებს ვაშინგტონში ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, თეთრ სახლს ძალიან ეშინია, რომ პრიგოჟინის მსგავსი ფიგურა კრემლში პუტინის ადგილს დაიკავებს.

„რეჟიმის ცვლილება, რომელიც მოხდება ძალადობრივი პროცესით, ასევე, სავარაუდოდ, გამოიწვევს სხვა ავტორიტარულ ლიდერს, რომელიც შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე პუტინი“, – აღნიშნა ამერიკის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეა კენდალ-ტეილორმა. 

დასავლეთისთვის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის უზარმაზარი ბირთვული არსენალის შენარჩუნება არსებული რეჟიმის დაცემის შემთხვევაში. ასევე არსებობს შიში, რომ პუტინის ხელისუფლების დაშლამ შეიძლება გააძლიეროს სეპარატისტული მოძრაობები რუსეთის შიგნით.

გამოცემის თქმით, აშშ, ასევე, შიშობს, რომ მისი ღია მხარდაჭერა რუსეთში დიქტატურის დამხობის მომხრეების დისკრედიტაციას მოახდენს.

ევროპული ქვეყნების ლიდერები, ცხადია, იგივე პოზიციას იკავებენ. მაგალითად, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ცოტა ხნის წინ უარყო, რომ დასავლეთს რუსეთში ქაოსი სურს.

„პირიქით, არასტაბილურობა რუსეთში არასტაბილურობას ქმნის ევროპაში. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული“, – განაცხადა მან.

Cesko