“ემიგრანტმა ქართველმა დედამ შვილს დაურეკა, მან კი ისეთი რამ უთხრა ყველას გვინდოდა მიწა გაგვსკდომოდა..”

0
1311
25 Views

ბევრჯერ ვცადე პროტესტი გამომეთქვა, ბევრჯერ თავი შევიკავე მაგრამ ახლა ვერა ამ წერილს საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი აქვეყნებს და ცდილობს, საქართველოში დარჩენილ ყველა ემიგრანტი დედის შვილს ხმა მიაწვდინოს:
“შემოდის ერთი ქართველი ქალბატონი დღეს და მესალმება. თითქმის ყოველ კვირას აგზავნის საქართველოში ფულს. აგზავნის 100 ევროს და მთხოვს გავყო სამად – ერთი და იგივე სახელზე, თუ ერთბაშად მიუვათ, დახარჯავენო – ჩაილაპარაკა….

რაღაც ხურდები შემოაკლდა, ეძებს იქნებ ბოლო კაპიკი აქვს ჩანთაში. ვერ იპოვა, გაგზავნის ფული დაეფარა,

იყოს ქალბატონო მე დავფარავ, ვუპასუხე, კარგი შვილო მაინც ხშირად მხედავ აქ, შემდეგ მოსვლაზე მოგიტან აუცილებლად , ხოო დღეს შაბათია საქართველოში ხო 2-ზე იკეტება ბანკი. მოიცა შვილო დავურეკო, გადავცე კოდი იქნებ და მიუსწროს. რეკავს, ზარი გადის, ყურმილს არავინ იღებს. ბოლოს, როგორც იქნა. პასუხობს შვილი.

…ეუბნება დედას, მაცალე, ქალო, ძილიო და ყურმილს თიშავს. ეს საწყალი ქალი იდგა დათრგუნული სამუშაოდან გამოპარული , არადა თვითონ სამსახურში უნდა გაბრუნდეს სანამ ბებია გაიღვიძებს.

P.S

აი ასეთებს მინდათ გითხრათ, გაუფრთხილდით მშობლებს და ნუ ექცევით ასე, ისინი არ გეყოლებათ ყოველთვის. და 70 წელს გადაცილებულ მშობლებს ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ მათზე იყოთ დამოკიდებულნი და ასე შორს გყავდეთ. დააბრუნეთ ისინი უკან და თქვენ ჩამობრძანდით აქ, რომ შეინახოთ მშობლები, გაანძრიეთ ხელი და ცოტა იძინეთ.

ვიცი ბევრს აგრესია გაგიჩნდებათ ჩემზე, მაგრამ 8 წელია ემიგარნტებს ვემსახურები და მე ეს 8 წელი ბევრი ტკივილიანი და ცრემლიანი თვალები

მინახავს, თიოთოეული მათგანის. ბევრჯერ ვცადე პროტესტი გამომეთქვა, ბევრჯერ თავი შევიკავე მაგრამ ახლა ვერა. მეც დედა ვარ და არ მაქვს სურვილი რაც იმ ქალბატონმა დილით განიცადა, განვიცადოს იგივე მომავალში. დედაზე უკეთესი ვერავინ დაგირეკავთ დილი დამიჯერთ…”
წყარო:ambavi.club

Cesko