“ისინი წაახალისა მისმა ბოდიშმა…სწორედ ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს” – ლაშა ნაცვლიშვილი “ნუცაზე ნადირობას” გამოეხმაურა

0
1637
24 Views

გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ,,ქართული ოცნების” ყოფილი იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“რა გვასწავლა ნუცა ბუზალაძის ქეისმა?
ის, რომ ქენსელი გამოიწვია ან, როგორც მინიმუმ, წაახალისა მისმა ბოდიშმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. “ქენსელ ქალჩარის” ორგანიზატორებს, შინ თუ გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ – თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ.
სწორედ ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს.
ქურდული ეპოსის თანახმად, უხსოვარ დროში, ქურდულ გარჩევაზე, სომეხმა ქურდმა, მეტსახელად – “სვომ”, აცდუნა არსენა მიქელაძე, ბოდიში მოიხადე და ჩავფარცხოთ კონფლიქტიო.
– Простите, воры, – მიმართა თურმე “სხოდკას” არსენამ;
– Я тебя не прощаю, а в рот @@@, какой ты вор, прощение просишь! – დაურტყა პენალტი “სვომ” და არაქურდად დატოვა.
ბევრი დრო და ძალისხმევა დასჭირდა არსენას სახელის დასაბრუნებლად, არადა, მის მიმართ პრეტენზია, ნუცასი არ იყოს, სასაცილომდე უბრალო იყო – “ოპერთან” მარტო რატომ დადიოდი ზონაში, ცოცხალი კაცი უნდა გეტარებინა იმის დასტურად, რომ სუფთა ხარ და არ თანამშრომლობდიო, – აკადრეს, იმ სამყაროს განზომილებით, ფილარმონია კაცს.”

Cesko