28 Views
რადიო „თბილისის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„კანონიერმა ქურდმა” გადააფრინა ქალი მოსკოვში, იმის დაკრულზე ამღერა, “რუსეთს გაუმარჯოს, ჩვენ გავიმარჯვებთო ” გარემოცვაში, სოსოსთან, რომელიც რუსულ ბატალიონს უკრაინელების წინააღმდეგ აფინანსებს… და კიდევ ჩვენ ვართ მოღალატეები? სიმღერების ჩახსნის გამო – ნუ შემოხტით აქ მართლაც მონები და მოღალატეები. ჩემი პოზიცია მტკიცეა !”
რადიოსადგურმა ნუცა ბუზალაძის სიმღერები ეთერიდან მას შემდეგ ჩახსნა, რაც მომღერალის მოსკოვში გადაღებული კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.