ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ისტორიაში, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის – სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

0
1320
26 Views

მსოფლიოს არაერთი გენიოსი ჰყავდა და ჰყავს, თუმცა მათ შორის იყო ერთი, გამორჩეული ადამიანი, რომლის მსგავსი ნიჭის პატრონი არავინ დაბადებულა. საუბარია უილიამ ჯეიმს სიდისზე, რომლის ინტელექტის კოეფიციენტიც გაოცებას იწვევს.

ალბერტ აინშტაინის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) დაახლოებით 160 იყო, ისააკ ნიუტონის 190, მარკ ცუკერბერგის – 152. ამ ადამიანების გენიოსობაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ სიდისის გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მეტი იყო. მისი IQ 250-დან 300-მდე მერყეობდა.

სიდისს ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანს უწოდებენ რომელსაც ოდესმე უცხოვრია. ის იყო მათემატიკოსი და ამავდროულად ლინგვისტი. ავტორია სხვადასხვა წიგნების, თუმცა სამწუხაროდ, მის შესახებ რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის.

უილიამი ნიუ იორკში 1898 წელს დაიბადა. მისი მამა, ბორისი ფსიქოლოგი იყო, რომელსაც ჰარვარდი ჰქონდა დამთავრებული, დედას მედიცინის დოქტორის ხარისხი ჰქონდა. მისი მშობლები ძალიან ჭკვიანი ადამიანები იყვნენ,უილიამის ნიჭი კი არ იყო ჩვეულებრივი. მას განსაკუთრებული უნარები ჰქონდა.

უილიამის მამა, ბორის სიდისი როდესაც უილიამი 18 თვის იყო, მას უკვე შესძლებია “ნიუ იორკ თაიმსის“ წაკითხვა, ხოლო 8 წლის ბიჭუნა 8 ენაზე საუბრობდა და ეს ენები თავისით უსწავლია. მან ამ ასაკში იცოდა ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული, გერმანული, ებრაული ენა, თურქული და სომხური, გარდა ამისა მან საკუთარი ენა გამოიგონა, რომელსაც Vendergood-ს უწოდებენ.

ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ისტორიაში, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ჰარვარდში ჩააბარა. უილიამი 9 წლის იყო, როდესაც ჰარვარდში სცადა ჩარიცხვა, თუმცა არ მიიღეს, 2 წლის შემდეგ კი, 11 წლის უილიამი უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. ჰარვარდში სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში მისი ცოდნა მათემატიკაში უკვე იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თავადვე ასწავლიდა ლექტორებს. ბაკალავრის ხარისხი 16 წლის ასაკში მიიღო.

ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ისტორიაში, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი სიდისის განსაკუთრებული ნიჭის შესახებ მალე საქვეყნოდ გახდა ცნობილი და პოპულარობა მოიპოვა, თუმცა, როგორც ჩანს, დიდად არ ხიბლავდა ეს. ახალგაზრდა უილიამმა ერთ-ერთ ჟურნალისტს ინტერვიუს დროს უთხრა, რომ მას “სრულყოფილად“ ცხოვრება სურდა, ასეთი ცხოვრება კი მისი აზრით მაშინ ექნებოდა, თუ განმარტოვებით იცხოვრებდა. ასევე მან თქვა, რომ არ დაქორწინებოდა, სანამ რომელიმე ქალი თავად არ სთხოვდა ქორწინებას.

აღსანიშნავია, რომ მისი მამა განსაკუთრებულ მიდგომებს იყენებდა შვილის აღზრდის დროს იმისთვის, რომ ინტელექტს განსაკუთრებული შედეგი ჰქონოდა. როდესაც უილიამი გაიზარდა, თვლიდა, რომ მამას არასწორი მიდგომები ჰქონდა და თავისი ცხოვრების არასწორად წარმართვაში მას ადანაშაულებდა 1923 წელს ბორისი (უილიამის მამა) გარდაიცვალა, უილიამი მის დაკრძალვასაც კი არ დაესწრო.

ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ისტორიაში, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი გენიოსი სიღარიბეში ცხოვრობდა და მისი სამსახური არ იყო მაღალანაზღაურებადი. კლერკად მუშაობდა, თუმცა საზოგადოებაში მაინც ცნობილი იყო და პრესა ყოველთვის ინტერესდებოდა მისი პერსონით. 1924 წელს რეპორტიორებმა აღმოაჩინეს, რომ უნიჭიერეს ადამიანად აღიარებული ბიჭი კვირაში მხოლოდ 23 დოლარს გამოიმუშავებდა და გაზეთების სტატიების მთავარ გვერდზე სათაურებად სწორედ ეს ამბავი გამოატანეს. მას დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ინტელექტმა ძალა დაკარგა და რომ აღარ ისეთი ჭკვიანი, როგორც ბავშვობაში. თუმცა ეს არ იყო მართალი.

უილიამმა მრავალი ღირებული წიგნი დაწერა მათემატიკისა და ლინგვისტური საკითხების შესახებ, მაგრამ არ იყენებდა თავის სახელს და სხვადასხვა ფსევდონიმით წერდა. სიდისი სოციალისტი იყო. ის 1919 წელს ბოსტონში, სოციალისტთა მიერ გამართულ აღლუმში მონაწილეობისთვის დააკავეს და 18 თვე ციხეში გაატარა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უილიამი განმარტოებით ცხოვრობდა. მოშორებული იყო ოჯახს და ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსოფლიო შეეცვალა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, როგორც “არავინ”. გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლჩაქცევა გახდა.

 

წყარო: ambebi.ge

Cesko