22 Views
დიდ ბრიტანეთში, ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდშირის საგრაფოში BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის მეუღლე და 2 ქალიშვილი არბალეტით მოკლეს.
მედიის ცნობით, ისინი პოლიციის მისვლის შემდეგ, მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.
პოლიციის ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია, ის 26 წლის კაილ კლიფორდია, ვარაუდობენ, რომ სამმაგი მკვლელობის დროს არბალეტი გამოიყენეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, სხვა იარაღიც იყოს გამოყენებული.
პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, ეჭვმიტანილს არ მიუახლოვდნენ და მასთან კომუნიკაცია არ დაამყარონ.