ამერიკა ულოცავს ესტონეთს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს

0
653
25 Views

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ესტონელ ხალხს და მთავრობას ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონისა და ერთნაირსქესიანთა ოჯახების აღიარებას ულოცავს.

„ეს არის ისტორიული მომენტი. აშშ ამაყობს იმით, რომ თქვენთან ერთად მხარს უჭერს ლგბტქი+ საზოგადოებას ყველგან“, – წერს ბლინკენი.

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა. 2024 წლის პირველი იანვრიდან მსგავსი სქესის მქონე ადამიანებს დაქორწინება შეეძლებათ.

სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.

Cesko