„გთხოვთ გაიგოთ რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის“ –  დიანა ღურწკაიას ვაჟი მიმართვას ავრცელებს

0
5415
36 Views

უკვე რამდენიმე დღეა რუ­სუ­ლი მე­დია დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას მე­უღ­ლის პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლე, პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. იგი გარ­და­იც­ვა­ლა კუ­ბა­დან მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­დე­ბის დროს, თვითმფრი­ნავ­ში. “46 წლის პი­ოტ­რის სიკ­ვდილ­მა გა­აკ­ვირ­ვა ყვე­ლა, ვინც მას იცობ­და”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დიანას დეპრესია დაეწყო, ოჯახის თხოვნის შემდეგ კი მან მოსკოვი დროებით დატოვა. კუ­ჩე­რენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა მის­მა მე­უღ­ლემ და ახ­ლობ­ლებ­მა მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც მომ­ღერ­ლის სახ­ლში შე­იკ­რიბ­ნენ და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ღურწკა­ი­ას მხარს უჭე­რენ და თა­ნა­უგ­რძნო­ბენ.

„გთხოვთ გაიგოთ რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის“ - რა მიმართვას ავრცელებს დიანა ღურწკაიას ვაჟი

“დი­ა­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. ტე­ლე­ფონ­ზე მის­მა ძმამ, რო­ბერ­ტმა გვი­პა­სუ­ხა, რო­მელ­მაც გვი­თხრა “და­ვი­ღუ­პეთ“. შემ­დეგ კი გა­ვი­გე დი­ა­ნას ტი­რი­ლის ხმა. მას გული ძა­ლი­ან სტკი­ვა“, – ამ­ბობს მე­დი­ას­თან ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

“მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. ის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო”: დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას და პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს ვაჟი ბო­როტ კო­მენ­ტა­რებ­ზე სა­უბ­რობს“, – ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს thevoicemag.ru მო­რიგ სტა­ტი­ას, სა­დაც მომ­ღერ­ლის ვა­ჟის კო­მენ­ტარს ვკი­თხუ­ლობთ.

„გთხოვთ გაიგოთ რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის“ - რა მიმართვას ავრცელებს დიანა ღურწკაიას ვაჟი
დი­ა­ნა ღურწკა­ია შვილ­თან ერ­თად

 

”მინ­და გი­თხრათ არც თუ ისე კარ­გი ამ­ბა­ვი ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. 20 მა­ისს მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, ვინც მომ­წე­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე მიყ­ვარს ყვე­ლა. და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და უთხა­რით, რომ გიყ­ვართ. და­ა­ფა­სეთ მათ­თან ერ­თად ყო­ვე­ლი წამი, ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კი რამ არის. არა­ვინ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს”, – ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა დი­ა­ნა ღურწკა­ი­ა­სა და პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის, კონ­ტან­ტი­ნეს სი­ტყვებს.

„გთხოვთ გაიგოთ რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის“ - რა მიმართვას ავრცელებს დიანა ღურწკაიას ვაჟი

ბიჭი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე მიჩ­ვე­უ­ლი იყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და დე­დას ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და. კონ­სტან­ტი­ნემ წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა. ის ხში­რად თან ახ­ლავს დე­დას ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. ახლა მო­ზარ­დი დი­ა­ნას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს შო­უ­ში “ორი ვარ­სკვლა­ვი“.

რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის ვაჟი თა­ვის ბლოგ­ში წერს, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში მა­მის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი სტა­ტი­ე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ი­კი­თხა.

„გთხოვთ გაიგოთ რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის“ - რა მიმართვას ავრცელებს დიანა ღურწკაიას ვაჟი
კონ­სტან­ტი­ნე მა­მას­თან ერ­თად

 

“ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვი­კი­თხე სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ე­ბი, ვნა­ხე ბევ­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი. რე­ა­ლუ­რად, იმის თქმა მინ­და, რომ რო­გორც არ უნდა მო­ეჩ­ვე­ნოს ბევ­რს, ის ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო მამა იყო და ასეც დარ­ჩე­ბა. მე პა­ტივს ვცემ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის აზრს. გთხოვთ გა­ი­გოთ, რომ ეს ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ არის. მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი ძა­ლი­ან ღე­ლავს და ეს კი­დევ უფრო მა­წუ­ხებს. არ გი­სურ­ვებთ ასეთ ბედს, გულ­წრფე­ლად. მე ჯერ არ ვარ 16 წლის და სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დავ­კარ­გე მამა”, – წერს მომ­ღერ­ლის ვაჟი.

კონ­სტან­ტი­ნემ მა­მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნე­ლად გა­და­ი­ღეს ერ­თად. მომ­ღერ­ლის ქმარს, ოთხშა­ბათს, 24 მა­ისს დაკ­რძა­ლა­ვენ.

 

წყარო: ambebi.ge

Cesko