ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

0
235
81 Views

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-14 დღეა, გრძელდება.

შიმშილობას განაგრძობს 10 მაღაროელი. გაფიცული მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.

შიმშილობის მერვე დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა 18 ივლისს პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

„მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამდე ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, მერე დავინახავ, ერთად დავინახავთ ყველა. გთხოვთ, არა ძალადობას“, – განაცხადა გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

მედიაციის პროცესში სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართული.

Cesko