“დირექტორმა თავში ჩაარტყა..რას გავხარ, შე მათხოვარო…” – სტამბის დირექტორი “რეზონში” მომდარ ამავს ეხმაურება

0
1145
38 Views

მო­ქა­ლა­ქე ნინო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მის მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც სტამ­ბა “რე­ზო­ნის” თა­ნამ­შრო­მე­ლია, დი­რექ­ტო­რის მხრი­დან 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა უწევ­და, ხოლო 2 დღის წინ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც მი­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ, რო­გორც ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი წერს, მის მე­გო­ბარს რეზო რაზ­მა­ძემ თავ­ში ჩა­არ­ტყა.

“მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ამ­ბა­ვი გა­ვახ­მა­უ­რო, რად­გა­ნაც არ­ცერ­თი მო­ძა­ლა­დე არ უნდა დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი, რომ სხვა­საც არ მო­უხ­დეს იმ უმ­ძი­მე­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რაც ჩემს მე­გო­ბარს გა­დახ­და. ის 2020 წლი­დან მუ­შა­ობს სტამ­ბა REZON-ში და ამ 3 წლის მან­ძილ­ზე დი­რექ­ტო­რი რეზო რაზ­მა­ძე ხში­რად აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბულ დამ­წვრო­ბა­ზე.

2 დღის წინ კი მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ჩა­არ­ტყა თავ­ში და ეძახ­და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებს: რას გავ­ხარ, შე მა­თხო­ვა­რო, წა­ეთ­რიე სამ­სა­ხუ­რი­დან, სოფ­ლე­ლო გლე­ხო, ჩა­მოთ­რე­უ­ლო, მა­ხინ­ჯო”, რისი გა­და­ღე­ბაც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მო­ა­ხერ­ხა. ჩემი აზ­რით, ეს არის ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტი და სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფას მე­გო­ბარს, ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­ნაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი მა­კავ­ში­რებს. იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს გვან­ცა ქვე­ლა­ძეს მსგავ­სად ერ­თგუ­ლი, კე­თი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერ­ში შე­გიძ­ლია და­ეყ­რდნო.

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ მას ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და და ვფიქ­რობ, რომ მო­ძა­ლა­დე უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს. ასე­ვე, თხოვ­ნით მივ­მარ­თავ ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც (PSP Pharmacy • პსპ აფ­თი­ა­ქი, ავერ­სი•Aversi, Pharm House • ფარმ­სახ­ლი, ჯპს აფ­თი­ა­ქი – GPC Pharmacy, Pharmadepot ∙ ფარ­მა­დე­პო, ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გი • GPI Holding, lotto.ge • სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია, Credo Bank / კრე­დო ბან­კი, Basisbank – ბა­ზის­ბან­კი, პაშა ბან­კი, ReBank I რე­ბან­კი) თა­ნამ­შრომ­ლობს შპს რე­ზონ­თან, რომ შე­წყვი­ტოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რად­გა­ნაც თქვენ მიერ გა­დახ­დი­ლი თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი მო­ძა­ლა­დეს აძ­ლი­ე­რებს. გარ­და ამი­სა, ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი” – წერს ნინო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა “რე­ზო­ნის” დი­რექ­ტორ­მა, სა­დაც ამ­ბობს, რომ კომ­პა­ნი­ა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და მხო­ლოდ “ხმა­მა­ღალ სა­უ­ბარს და არა ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას”.

ასე­ვე წერს, რომ გვან­ცა ქვე­ლა­ძე, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე ნინო ჟორ­ჟო­ლი­ან­მა და­წე­რა, სამ­სა­ხუ­რი­დან 1 თვის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მი­ზე­ზად კი ქა­ლის მხრი­დან სა­მუ­შაო სივ­რცის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მო­პყრო­ბას ასა­ხე­ლებს.

“ვეხ­მა­უ­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, სტამ­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბულ ვი­დეო-მა­სა­ლას. პირ­ველ რიგ­ში ბო­დიშს ვიხ­დი, თუკი აღელ­ვე­ბის ნი­ა­დაგ­ზე თა­ნამ­შრო­მელ­თან არას­წო­რი ფორ­მით შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია, წო­ნას­წო­რო­ბა უნდა შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა გან­ვმარ­ტავ, რომ მსგავ­სი რამ ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში არა­სო­დეს მომ­ხდა­რა და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლი ჰქონ­და ხმა­მა­ღალ სა­უ­ბარს – არა­ნა­ირ ფი­ზი­კურ ან სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გა­ვა­კე­თო გან­მარ­ტე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეც­დო­მა­ში არ იქ­ნან შეყ­ვა­ნი­ლი.

ხსე­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, გვან­ცა ქვე­ლა­ძე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, კომ­პა­ნია „რე­ზო­ნი”-დან და­თხო­ვილ იქნა სა­კუ­თა­რი სა­მუ­შაო სივ­რცის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მო­პყრო­ბის მი­ზე­ზით. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­ვი­და პი­რა­დად ჩემ­თან და და­საქ­მე­ბა მთხო­ვა, მი­ზე­ზად კი კვლავ ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი და სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. მეც დავ­თან­ხმდი. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მსგავ­სი ვი­დეო გა­და­ი­ღო. მინ­და ვთქვა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი გვან­ცა ქვე­ლა­ძე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობ­და ჩემს წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას და ეჭვი მაქვს, სამ­სა­ხურ­ში გან­მე­ო­რე­ბით აყ­ვა­ნაც სწო­რედ ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მიზ­ნით მთხო­ვა.

გა­მომ­დი­ნა­რე ჩემი სი­მარ­თლი­დან, მზად ვარ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სტან­ცი­ის მიერ (შრო­მის ინ­სპექ­ცია, პო­ლი­ცია) დას­მულ ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას პა­სუ­ხი გავ­ცე, ისე­ვე რო­გორც ჩემ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც უკვე წლე­ბია მუ­შა­ო­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში და არა­სო­დეს, არც ერთ მათ­გან­თან არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ მქო­ნია. ვა­პი­რებ, სა­კითხს სა­მარ­თლებ­რი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მივ­ცე და ჩემი კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მით სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხი მოვ­თხო­ვო” – ნათ­ქვა­მია “რე­ზო­ნის” დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

Cesko