ლავროვი – დაახლოებით 15 ათასი სანქცია დაგვიწესეს, მაგრამ სანქციები შორს არის ახალი მეთოდისგან, რომელსაც დასავლეთი „ურჩების დასასჯელად“ იყენებს

0
228
24 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დაახლოებით 15 ათასი სანქცია დააწესეს.

ლავროვის თქმით, მსოფლიოში ყოველი მეოთხე ქვეყანა აშშ-ისა და ევროპის სანქციების ქვეშ იმყოფება.

„კერძო საკუთრება, მისი ხელშეუხებლობა, სამართლიანი კონკურენცია და მრავალი სხვა არის მსოფლიო ეკონომიკის საფუძველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ბანკის ფუნქციონირების საფუძველი. ეს ყველაფერი დასავლეთია.

ამავდროულად, როგორც ახლა ვხედავთ, მსოფლიო ვაჭრობისა და ეკონომიკის მომსახურების მექანიზმებიდან გადაიქცა იძულების, შანტაჟის და დასჯის ინსტრუმენტად. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის დაახლოებით 15 ათასი სხვადასხვა სანქცია, მაგრამ სანქციები შორის არის ახალი მეთოდისგან, რომელსაც დასავლეთი იყენებს „ურჩების დასასჯელად“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.

Cesko