დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ატომური ენერგეტიკა რჩება დამოკიდებული რუსულ ატომურ საწვავზე და წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს უხდის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს

0
226
18 Views

მიუხედავად მე-10 თუ მე-11 საერთაშორისო სანქციების პაკეტებისა, აშშ-ს ატომური ენერგეტიკა რჩება დამოკიდებული რუსულ ატომურ საწვავზე და წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს უხდის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს გამდიდრებულ ურანში, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში New York Times-ის სტატიას, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-მა ვერ იპოვა გამდიდრებული ურანის ალტერნატიული მომწოდებელი, ვინაიდან, რუსეთს ამ სფეროში, მსოფლიო ბაზრის ნახევარი უჭირავს. მისივე თქმით, თავად ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ვაშინგტონმა უნდა აღიაროს მოსკოვზე დამოკიდებულება ბირთვული საწვავით მომარაგების საკითხში, ამ ფონზე კი, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ფაქტების უშედეგო მოძიებას აგრძელებენ.

„მიუხედავად მე-10 თუ მე-11 საერთაშორისო სანქციების პაკეტებისა, აშშ-ს ატომური ენერგეტიკა რჩება დამოკიდებული რუსულ ატომურ საწვავზე და წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს უხდის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს გამდიდრებულ ურანში, ვინაიდან ვერ პოულობს ალტერნატიულ მიმწოდებელს იმავე დაბალ ფასად, წერს The New York Times (NYT). ვერ პოულობს და რა ქნას?
რა ქნას, თუ შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის ურანს არავინ ამდიდრებს, ვინაიდან 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვაშინგტონმა შეწყვიტა ურანის გამდიდრება და რუსულმა საწვავმა საბოლოოდ დაიკავა მსოფლიო ბაზრის ნახევარი. ამიტომაც, აშშ-ში გამოყენებული გამდიდრებული ურანის დაახლოებით მესამედი კვლავ რუსეთიდან შემოდის.

NYT ხაზს უსვამს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადი აშშ-დან რუსეთში და ის გრძელდება მიუხედავად ვაშინგტონის მოკავშირეების დაჟინებული მცდელობისა – გაწყვიტონ ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან. „მსოფლიოს ათეული ქვეყანაა დამოკიდებული რუსეთზე გამდიდრებული ურანის გამო“, დასძენს გამოცემა და მიუთითებს, რომ აშშ-ს მთავრობას არ გამოუჩენია დიდი მონდომება შიდა გამდიდრების დასაწყებად.

მაისში გამოცემა Newsweek-მა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ვაშინგტონმა უნდა აღიაროს მისი დამოკიდებულება მოსკოვზე ბირთვული საწვავის მომარაგების საკვანძო საკითხში. მანამდე კი, ფრანგი და გერმანელი ჟურნალისტები აგრძელებენ საქართველოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ფაქტების უშედეგო მოძიებას, ხოლო თემურ ჭყონია აგრძელებს რუსეთის მომარაგებას სანქცირებული „კოკა-კოლას” პროდუქციით“, – წერს დავით ქართველიშვილი

Cesko