“მამის დაკარგვის შემდეგ, ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ” – ნინო მუმლაძის ემოციური განცხადება

0
1234
19 Views

მსახიობი ნინო მუმლაძე ტელეეკრანებზე არც ისე ხშირდ ჩნდება. ინტერვიუში მან პირად ცხივრებაზე, რთულ პერიოდსა და იმ ტრაგედიაზე ისაუბრა, რომელმაც მამა წაართვა.

– რა არის თქვე­ნი ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

– ალ­ბათ „რა“ კი არა, „ვინ“ (იღი­მის). მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ცოტა ხა­ნია, რაც ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­წყე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დიდ სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს და ვის­თა­ნაც ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რა უნდა იყოს, როცა ადა­მი­ა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?!

– რო­გორც და რამ­დე­ნა­დაც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლით, ისე გან­ვავ­რცოთ ეს თემა…

– პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს. თან, ცნო­ბი­ლი არ არის, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი რომც და­ვა­სა­ხე­ლო, ალ­ბათ მკი­თხვე­ლის­თვის არაფ­რის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა პი­რა­დია და ამის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტი­კა არ მომ­წონს, უბ­რა­ლოდ, თუ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე ვარ, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს.

– კარ­გი. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, კარგ ამ­ბებ­თან ერ­თად, ცუ­დიც ბევ­რი მოხ­და…

– დიახ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცუდი მეტი იყო და ბოლო წლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი, ბე­ბი­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. ის “კო­ვიდ­მა” შე­ი­წი­რა. მარ­თა­ლია, 93 წლის იყო და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ვირუ­სის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასაკ­ში გახ­ლდათ და შე­იძ­ლე­ბო­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო დიდ­ხანს ვერ ეცო­ცხლა, ეს ჩემ­თვის მა­ინც მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბე­ბია ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ის ჩემი გამ­ზრდე­ლი იყო. მის სა­ხელს ვა­ტა­რებ. კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, იქი­დან ერთ-ერ­თმა დამ­კრძა­ლავ­მა ბი­უ­რომ შე­ფუ­თუ­ლი გა­მო­ას­ვე­ნა და ისე დავ­კრძა­ლეთ, გარ­დაც­ვლი­ლი არ მი­ნა­ხავს. ეს კი­დეც ცალ­კე ტკი­ვი­ლია. იმ დროს ოჯახ­ში “კო­ვი­დი” ყვე­ლას გვქონ­და, მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბით და ცუ­დად ვი­ყა­ვით, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ნაშ­ვიდ­სა და დაკ­რძალ­ვას ვე­რა­ვინ და­ეს­წრე­ბო­და. ბე­ბია 4-მა ქალ­მა დავ­კრძა­ლეთ. გული მწყდე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვი ვერ მი­ვა­გეთ. თბი­ლის­ში მას პა­ტივს სცემ­დნენ და მისი მად­ლი­ე­რი ბევ­რია. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის, გრი­გოლ ქსოვ­რე­ლის ცოლი იყო და თა­ვი­სი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი­თა და წყა­ლო­ბით, ბევ­რის­თვის გა­უწ­ვდია დახ­მა­რე­ბის ხელი. სულ მე­გო­ნა, რომ მისი დაკ­რძალ­ვა ძა­ლი­ან ხალ­ხმრა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბა­დაც ვე­რა­ვინ მო­ვი­და. წლის­თა­ვი სექ­ტემ­ბერ­ში შეს­რულ­და და მომ­ხდა­რი დღემ­დე ისევ ისე მტკი­ვა, რო­გორც თა­ვი­დან.

– ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა რო­დის გქონ­დათ?

– 1994 წელს, როცა დე­და­ჩე­მის მამა და ნი­ნას მე­უღ­ლე, ბა­ბუ­ა­ჩე­მი გრი­გოლ (გრი­შა) ქსოვ­რე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ 10 წლის ვი­ყა­ვი. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და, არა­ფე­რი სჭირ­და, ჯან­მრთე­ლი იყო. რო­გორც შემ­დეგ მივ­ხვდით, ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და 3 დღე­ში „და­ი­ლია”. ის გახ­ლდათ ან­სამ­ბლ „სო­ი­ნა­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის, შემ­დეგ მის­მა კო­ლე­გებ­მა ან­სამ­ბლს „ქსოვ­რე­ლე­ბი“ და­არ­ქვეს. ბა­ბუა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და… ამ ამ­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში კი მა­მა­ჩე­მის ტრა­გე­დია მოხ­და – 34 წლის კაცს ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს შოკი იყო და ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

– უკაც­რა­ვად, რომ ასე­თი მძი­მე ფაქ­ტე­ბის გახ­სე­ნე­ბამ მო­გი­წი­ათ. და­დე­ბი­თი, ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით შე­ვე­ცა­დოთ გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი…

– ლა­პა­რა­კი 9 თვი­დან და­ვი­წყე, 2 წლი­სამ უკვე წერა-კი­თხვა ვი­ცო­დი და შინ დიდ დროს უთ­მობ­დნენ ჩემს გა­ნათ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას. ვი­ნა­ი­დან დამ­ტო­ვე­ბე­ლიც მყავ­და, სა­ბავ­შვო ბაღ­ში სი­ა­რუ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იყო და 4 წლის რომ გავ­ხდი, სა­ირ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლის რამ­დე­ნი­მე წრე­ზე ერ­თდრო­უ­ლად შე­მიყ­ვა­ნეს. ეს იყო: სამ­სა­ხი­ო­ბო, მუ­სი­კა­ლუ­რი, ხატ­ვა და ბა­ლე­ტი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩემი სურ­ვი­ლით მოხ­და, რად­გან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სულ ბა­ლე­რი­ნებს ვხა­ტავ­დი და დე­და­ჩემს ოპე­რა­ში რომ დავ­ყავ­დი, წარ­მოდ­გე­ნებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვა­დევ­ნე­ბი თვალს. მა­ინც მი­მი­ღეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ლე­ტის წრე­ზე 6 წლი­დან აჰ­ყავ­დათ, მე კი 4-ის ვი­ყა­ვი და სხვა ბავ­შვე­ბის ფონ­ზე, და­ბა­ლი და მრგვა­ლი ვჩან­დი, თან ცოტა პუტ­კუ­ჩაც გახ­ლდით. ეს იმ დროს ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და პირ­ვე­ლი მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც იყო. ალ­ბათ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პლას­ტი­კუ­რი. მო­ნა­ცე­მე­ბიც მქონ­და, რად­გან, რაც სა­ჭი­რო იყო, ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი. ბა­ლეტსვე უკავ­შირ­დე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი სცე­ნუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც, როცა ზღა­პარ­ში „სიმ­ღე­რა ტყე­ში“ ოქ­როს წი­წი­ლა ვი­თა­მა­შე. რა თქმა უნდა, დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ პრე­მი­ე­რის დღე, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, ეი­ფო­რია და ემო­ცი­ე­ბი ჩემ­თვის კარ­გი მო­გო­ნე­ბაა…

“ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ…” – ნინო მუმლაძე პირადზე, ბავშვობასა და ტრაგედიაზე, რომელმაც მამა წაართვა
ცხოვ­რე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი და მათ შო­რის არის რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი შეგ­რძნე­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და გან­ცდე­ბი. ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნა მალე გვა­ვი­წყდე­ბა, ზოგი სა­მუ­და­მოდ ილე­ქე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ობ­მა ნინო მუმ­ლა­ძემ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა, რაც ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის.

– რა არის თქვე­ნი ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

– ალ­ბათ „რა“ კი არა, „ვინ“ (იღი­მის). მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ცოტა ხა­ნია, რაც ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­წყე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დიდ სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს და ვის­თა­ნაც ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რა უნდა იყოს, როცა ადა­მი­ა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?!

– რო­გორც და რამ­დე­ნა­დაც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლით, ისე გან­ვავ­რცოთ ეს თემა…

– პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს. თან, ცნო­ბი­ლი არ არის, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი რომც და­ვა­სა­ხე­ლო, ალ­ბათ მკი­თხვე­ლის­თვის არაფ­რის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა პი­რა­დია და ამის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტი­კა არ მომ­წონს, უბ­რა­ლოდ, თუ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე ვარ, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს.

– კარ­გი. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, კარგ ამ­ბებ­თან ერ­თად, ცუ­დიც ბევ­რი მოხ­და…

– დიახ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცუდი მეტი იყო და ბოლო წლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი, ბე­ბი­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. ის “კო­ვიდ­მა” შე­ი­წი­რა. მარ­თა­ლია, 93 წლის იყო და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ვირუ­სის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასაკ­ში გახ­ლდათ და შე­იძ­ლე­ბო­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო დიდ­ხანს ვერ ეცო­ცხლა, ეს ჩემ­თვის მა­ინც მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბე­ბია ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ის ჩემი გამ­ზრდე­ლი იყო. მის სა­ხელს ვა­ტა­რებ. კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, იქი­დან ერთ-ერ­თმა დამ­კრძა­ლავ­მა ბი­უ­რომ შე­ფუ­თუ­ლი გა­მო­ას­ვე­ნა და ისე დავ­კრძა­ლეთ, გარ­დაც­ვლი­ლი არ მი­ნა­ხავს. ეს კი­დეც ცალ­კე ტკი­ვი­ლია. იმ დროს ოჯახ­ში “კო­ვი­დი” ყვე­ლას გვქონ­და, მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბით და ცუ­დად ვი­ყა­ვით, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ნაშ­ვიდ­სა და დაკ­რძალ­ვას ვე­რა­ვინ და­ეს­წრე­ბო­და. ბე­ბია 4-მა ქალ­მა დავ­კრძა­ლეთ. გული მწყდე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვი ვერ მი­ვა­გეთ. თბი­ლის­ში მას პა­ტივს სცემ­დნენ და მისი მად­ლი­ე­რი ბევ­რია. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის, გრი­გოლ ქსოვ­რე­ლის ცოლი იყო და თა­ვი­სი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი­თა და წყა­ლო­ბით, ბევ­რის­თვის გა­უწ­ვდია დახ­მა­რე­ბის ხელი. სულ მე­გო­ნა, რომ მისი დაკ­რძალ­ვა ძა­ლი­ან ხალ­ხმრა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბა­დაც ვე­რა­ვინ მო­ვი­და. წლის­თა­ვი სექ­ტემ­ბერ­ში შეს­რულ­და და მომ­ხდა­რი დღემ­დე ისევ ისე მტკი­ვა, რო­გორც თა­ვი­დან.

– ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა რო­დის გქონ­დათ?

– 1994 წელს, როცა დე­და­ჩე­მის მამა და ნი­ნას მე­უღ­ლე, ბა­ბუ­ა­ჩე­მი გრი­გოლ (გრი­შა) ქსოვ­რე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ 10 წლის ვი­ყა­ვი. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და, არა­ფე­რი სჭირ­და, ჯან­მრთე­ლი იყო. რო­გორც შემ­დეგ მივ­ხვდით, ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და 3 დღე­ში „და­ი­ლია”. ის გახ­ლდათ ან­სამ­ბლ „სო­ი­ნა­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის, შემ­დეგ მის­მა კო­ლე­გებ­მა ან­სამ­ბლს „ქსოვ­რე­ლე­ბი“ და­არ­ქვეს. ბა­ბუა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და… ამ ამ­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში კი მა­მა­ჩე­მის ტრა­გე­დია მოხ­და – 34 წლის კაცს ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს შოკი იყო და ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

– უკაც­რა­ვად, რომ ასე­თი მძი­მე ფაქ­ტე­ბის გახ­სე­ნე­ბამ მო­გი­წი­ათ. და­დე­ბი­თი, ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით შე­ვე­ცა­დოთ გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი…

– ლა­პა­რა­კი 9 თვი­დან და­ვი­წყე, 2 წლი­სამ უკვე წერა-კი­თხვა ვი­ცო­დი და შინ დიდ დროს უთ­მობ­დნენ ჩემს გა­ნათ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას. ვი­ნა­ი­დან დამ­ტო­ვე­ბე­ლიც მყავ­და, სა­ბავ­შვო ბაღ­ში სი­ა­რუ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იყო და 4 წლის რომ გავ­ხდი, სა­ირ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლის რამ­დე­ნი­მე წრე­ზე ერ­თდრო­უ­ლად შე­მიყ­ვა­ნეს. ეს იყო: სამ­სა­ხი­ო­ბო, მუ­სი­კა­ლუ­რი, ხატ­ვა და ბა­ლე­ტი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩემი სურ­ვი­ლით მოხ­და, რად­გან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სულ ბა­ლე­რი­ნებს ვხა­ტავ­დი და დე­და­ჩემს ოპე­რა­ში რომ დავ­ყავ­დი, წარ­მოდ­გე­ნებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვა­დევ­ნე­ბი თვალს. მა­ინც მი­მი­ღეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ლე­ტის წრე­ზე 6 წლი­დან აჰ­ყავ­დათ, მე კი 4-ის ვი­ყა­ვი და სხვა ბავ­შვე­ბის ფონ­ზე, და­ბა­ლი და მრგვა­ლი ვჩან­დი, თან ცოტა პუტ­კუ­ჩაც გახ­ლდით. ეს იმ დროს ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და პირ­ვე­ლი მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც იყო. ალ­ბათ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პლას­ტი­კუ­რი. მო­ნა­ცე­მე­ბიც მქონ­და, რად­გან, რაც სა­ჭი­რო იყო, ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი. ბა­ლეტსვე უკავ­შირ­დე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი სცე­ნუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც, როცა ზღა­პარ­ში „სიმ­ღე­რა ტყე­ში“ ოქ­როს წი­წი­ლა ვი­თა­მა­შე. რა თქმა უნდა, დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ პრე­მი­ე­რის დღე, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, ეი­ფო­რია და ემო­ცი­ე­ბი ჩემ­თვის კარ­გი მო­გო­ნე­ბაა…

– კი­დევ რა იყო ასე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი?

– 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში დიდი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა და გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბით შე­მო­სუ­ლი თან­ხა იმ პე­რი­ოდ­ში დან­გრე­უ­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის აღ­დგე­ნის­თვის გროვ­დე­ბო­და. მას­ში ყვე­ლა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მათ შო­რის, რა თქმა უნდა, „სო­ი­ნა­რიც“. ბა­ბუ­ა­ჩე­მის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­წყდა, რომ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე გუ­რამ სა­ღა­რა­ძე იდგა და დუ­დუ­კე­ბის ფონ­ზე ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­და, უც­ბად სცე­ნა­ზე გა­მო­ვე­დი მეც, 5 წლის წრი­პა და ანა კა­ლან­და­ძის „სა­ქარ­თვე­ლოო ლა­მა­ზო“ დუ­დუ­კე­ბის თან­ხლე­ბით წა­ვი­კი­თხე. სად სა­ბავ­შვო სტუ­დია და სად ფი­ლარ­მო­ნი­ის დარ­ბა­ზი, მაგ­რამ მახ­სოვს ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, როცა სცე­ნი­დან დარ­ბაზ­ში მსხდომ ზღვა ხალ­ხს გა­დავ­ხე­დე. ამ­ხე­ლა მა­სის წი­ნა­შე წარ­დგო­მი­სას არ დავ­ბნე­ულ­ვარ და არ შემ­ში­ნე­ბია. ვი­ღაც პა­წა­წუ­ნა გო­გო­ნამ ლექ­სი რომ წა­ი­კი­თხა, ამან აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია და დიდი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბიც მოჰ­ყვა.

– ვინ არის 3 პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­ზეც იტყვით: „ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა”?

– პირ­ველ ად­გილ­ზე და­ვა­სა­ხე­ლებ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩემს პე­და­გოგ მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძეს. იმ პე­რი­ოდ­ში კი­დევ ვერ ვხვდე­ბო­დი, ვის­თან მქონ­და საქ­მე. ის არის უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი, უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი და მისი ცოდ­ნის ფა­სე­უ­ლო­ბას, წლებ­თან ერ­თად, ნელ-ნელა მე­ტად ვა­ფა­სებ და ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ გა­მი­აზ­რე­ბია. მან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, არა მხო­ლოდ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში, არა­მედ ცხოვ­რე­ბა­შიც. მე­ო­რე, ვი­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, ეს კოტე ფურ­ცე­ლა­ძეა – ჩემი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­ატ­რა­ლურ­ში. მან და­მა­ჯე­რა და და­მარ­წმუ­ნა, რომ ცეკ­ვა შე­მიძ­ლია. მან­ვე და­მა­საქ­მა „ცეკ­ვის თე­ატ­რში“. ჯგუ­ფი და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა და კოტე ფურ­ცე­ლა­ძემ შექ­მნეს და პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი ოპე­რა­ში გა­ა­კე­თეს, სა­დაც ნატო მე­ტო­ნი­ძე გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე მღე­რო­და, ჩვენ კი ვცეკ­ვავ­დით. ამის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში, ვმოგ­ზა­უ­რობ­დით კი­დეც. ვი­ყა­ვი და­საქ­მე­ბუ­ლი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი… მე­სა­მე – ეს არის მურ­მან ჯი­ნო­რია, რო­მელ­მაც ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. სა­ერ­თოდ, პე­და­გო­გებ­ში გა­მი­მარ­თლა, ყვე­ლა­სი მად­ლი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ამ სა­მე­უ­ლის – გან­სა­კუთ­რე­ბით. მათ გარ­და, და­ვა­სა­ხე­ლებ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად და­მა­ყე­ნა კა­მე­რის წინ და მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლა. ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა თუ პო­პუ­ლა­რო­ბა, ამ კა­ცის დამ­სა­ხუ­რე­ბაა

Cesko