დიდი ბრიტანეთის პრინცესა ევგენია დედა მეორედ გახდა

0
213
26 Views

დიდი ბრიტანეთის მეფის ძმისშვილი, პრინცესა ევგენია და მისი მეუღლე ჯეკ ბრუკსბენკსი მშობლები მეორედ გახდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ერნესტ ჯორჯ რონი დაარქვეს. ბავშვი 30 მაისს დაიბადა და ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეცამეტეა.

პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრეკსბენკი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2021 წლის თებერვალში მათ პირველი შვილი შეეძინათ.

Cesko