“საკუთარ შინაგან მდაბიოობას ადამიანები უკიდურესი გამწარებისას ავლენენ”- მაია ნიკოლეიშვილი

0
2355
22 Views

საკუთარ შინაგან მდაბიოობას ადამიანები უკიდურესი გამწარებისას ავლენენ.
საიდან მოვიდა ეს უკიდეგანო გამწარება? საიდან, და, იქიდან, ყოვლად დაუმსახურებლად, მათი ცოდვით სავსემ, “ელიტა” რომ დაარქვა და ამათაც რომ დაიჯერეს. უნდოდათ, და დაიჯერეს!
მათ არ იცოდნენ, და ვერც ახლა მიხვდნენ, რომ არც დიდი ფული, არც თანამდებობა, არც ტელევიზორის ეკრანზე ხშირი გამოჩენა, ადამიან ელიტურად (Светское общество) ვერ გადააქცევს, ვერც ბევრი წიგნის წაკითხვა და იოლად მოსული “პროფესორობა” აქცევს მას ინტელიგენტად! მეშჩანები მეშჩანებად დარჩებიან, ვაჭრები- ვაჭრებად, მონები-მონებად! სპარტაკები ვერ გაჩნდნენ მათ რიგებში!
ერთხელაც არ დაუსვამთ კითხვა, საკუთარი თავისთვის: ” რეალურად ვიმსახურებ მე ამ პატივის?” მისცეს და შეიფერეს. დაკარგეს და გამწარდნენ!
და დგანან ახლა, ქუჩაში, საშუალო ნიჭის, დაბალი კულტურის, ერთ დროს დაუმსახურებლად “აღზევებული”, მოზრდილები, დედები, ბებიებიებიც და 4-5 წლის ბავშვებივით უზრდელობენ!
ახლაც კი არ უსვამენ საკუთარ თავს კითხვას: ” რა არ გავაკეთე სწორად, რომ ახლა, ამ ამ ასაკში, ამ სიგიჟეში არ შევსულიყავი?”
ქართული საზოგადოების უდიდესი, საღი ნაწილი მათ ვერ ჩაყვება კულტურალურ ფსკერზე, მათ მინდორზე ვერ შევა; მდაბიოობა მათთვისაა ორგანული, და არა ღირსეული ქართული საზოგადოებისთვის!
მათ რომ ვუყურებ, მე მხოლოდ მტკივა; ეს რამხელა ავადობა სჭირს ჩვენს საზოგადოებას! კი, ცოტანი არიან, კი, უგნური ღამურები არიან, მაგრამ, ისინი ხომ ქართული საზოგადოებიდან ამოვიდნენ!
განათლება, ჩქარა!!! წესიერი, ქართული, პატრიოტული განათლება, სასწრაფოდ!!!
განათლების სისტემის ძირეული რეფორმაა სასწრაფოდ, გასატარებელი, თორემ ჩვენ კიდევ დავკარგავთ ქართველებს!
თუ ამას სასწრაფოდ არ გავაკეთებთ, ვიდგებით მერე, გაკვირვებულები, და ისევ დავსვამთ რიტორიკული კითხვას: “აღელვებული ზღვის ტალღები რომ გამოიტანს ქაფს, ჭუჭყს, ნაფოტებს, ზუსტად ასე, საიდან მოვიდა, ეს ბილწსიტყვაობის, მდაბიოობის, ქაჯობის, გადედლების, ქალაჩუნობის, ქალ-კაცობის, “ჩახდილობის” ჭუჭყი და ნალექი”?!!!

მაია ნიკოლეიშვილი, სამედიცინო ექსპერტი; სოციალური ქსელი

Cesko