დიმიტრი პესკოვი: რუსეთი გააგრძელებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბრძოლას, რაც ნატოში უკრაინის გაწევრიანებას გამორიცხავს

0
439
26 Views

რუსეთი გააგრძელებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბრძოლას, რაც ნატოში უკრაინის გაწევრიანებას გამორიცხავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„რუსეთი გააგრძელებს საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად ბრძოლას. ეს გამორიცხავს ნატოს გაფართოებას და მის მოახლოებას ჩვენს საზღვრებთან, მათ შორის ნატოში უკრაინის გაწევრიანებასაც. ბუნებრივია, ეს მრავალი წლის განმავლობაში პოტენციური პრობლემების მთავარი გამომწვევი საკითხი იქნება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ევროპის არაერთი ქვეყანა ამას ძალიან კარგად ხვდება, თუმცა ნატოში მუსიკას მაინც ვაშინგტონი უკვეთავს, ევროპული ქვეყნები კი ამ ორკესტრში ინსტრუმენტების როლით კმაყოფილდებიან“, – განაცხადა პესკოვმა.

Cesko