28 Views
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
არველაძის განცხადებით, ის პოლიციელებს „ძაღლობად“ მიიჩნევს, შესაბამისად, პოლიციელის დღის მილოცვა არ ეკუთვნით. ის ასევე პოლიციელებს „რუსი ბორენკას“ ხელის ბიჭებად მოიხსენიებს.
„პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ.
იმიტომ, რომ პოლიცია აღარ ხართ. ხართ ძაღლობა. ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის.
ჰო, სანამ რუსი ბორენკას ხელის ბიჭები ხართ, ძაღლობად დარჩებით!“ – წერს არველაძე Facebook-ზე.