28 Views
ყაჩაღობა ქობულეთში – TV25.GE-ს ინფორმაციით, დედა-შვილი თოკით დააბეს და სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს. შემთხვევა სოფელ აჭყვისთავში მოხდა. მეზობლების ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა.
TV25-ის ინფორმაციით, წაღებულია დიდი რაოდენობით ოქრო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.