„სიძველის და­სამალად თევზს თვალებს თხრიან“ – რა უნდა იცოდეთ, სანამ ქუჩაში თევზს იყიდით

0
2244
21 Views

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ლუდსა და შებოლი თევზზე მოთხოვნა იზრდება. განსაკუთრებით თუკი საფეხბურთო სეზონიც ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში თევზის მრავალსახეობაა, ფასების გამო ხშირად ქუჩაში უწევთ მათი შეძენა თევზის მოყვარულებს.

ქუჩაში კი ჰიგიენის ნორმები იშვიათად არის დაცული. მტვერი, არასწორი ტემპერატურა და მწერები… ამ სამი ფაქტორის გარდა კიდევ ბევრია, რაც ქმნის საფრთხეს, რომ ქუჩაში შეძენილმა პროდუქტმა, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

„შებოლილი თევზი მალფ­უჭებადი პროდუქტია, რომელს­აც შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება. აუცილე­ბელია, დაცული იყოს რეალიზ­აციის პირობები, მაგრამ ბაზრ­ობებსა და განსაკუთრებით ლუ­დის ქარხნებთან, სამწუხაროდ, უამრავი თევზია გამოფენილი, რომლებსაც გარემოვაჭრეები მომხმარებელს სთავაზობენ.

შე­უძლებელია, დაადგინო ვარგ­ისიანობის ვადა და რამდენად უსაფრთხოა ის ჩვენი ჯანმრთ­ელობისთვის. კარგ თევზს ლა­ყუჩები ღია ვარდისფერი უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი თევზების უმრა­ვლესობას ლაყუ­ჩები მუქი ფერის აქვს, ანუ პროდ­უქტი ძველია.

ას­ეთი პროდუქტი კი ბოტულიზმის პი­რველი კერაა და ძალიან დიდ რისკ­ზე მიდის ის გამყ­იდველი, რომელიც ბედავს და ახალ, გა­ყინულ, შებოლილ თუ დამარილებულ თევზს ღია ცის ქვეშ, მზეში გა­მოიტანს და მომხმარე­ბელს შესთავაზებს. შებო­ლილი და დამარილებული თევზი ქუჩაში არ იყიდოთ!

ზაფხულში შებოლილ და და­ მარილებულ თევზს განსაკუთ­რებით დიდი გასავალი აქვს, რადგან ამ პერიოდში ბევრი ცივ ლუდს ეტანება, დამარილებული და შებოლილი თევზი კი ლუდის განუყრელი ატრიბუტია. ქუჩაში გამოტანილ არც ერთ პროდუქ­ტზე და მათ შორის თევზზე არ­ანაირი კონტროლი არ ხორციე­ლდება, რაც მომხმარებლის ჯა­ნმრთელობას საფრთხეს უქმნის. კონკრეტულად კი შეიძლება, ბო­ტულიზმი გამოიწვიოს. ზოგჯერ ქუჩაში ორი-სამი წლის შებოლილ თევზსაც ყიდიან, სიძველის და­სამალად კი თვალებს თხრიან“,- განმარტავს მადონა კოიძე პრაიმტაიმთან ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყარო: primetime.ge

Cesko