დიანა ღურწკაიას ქმარი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

0
2689
37 Views

ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კუჩერენკო, რომელიც რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, დაბრუნებისას კი გარდაიცვალა.

კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე “ტელეგრამში“.

Cesko