„ყვარლის ტბა“ ლავროვის შვილის სტუმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
326
35 Views

„ყვარლის ტბა“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად რუსი დიპლომატის სერგეი ლავროვის შვილი აღნიშნულ სასტუმროში მისი მაზლის ქორწილში იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ყვარლის ტბა“ სიცრუეს უწოდებს. სასტუმროში აცხადებენ, რომ მათთან ლავროვის გვარით სტუმარი არც ახლა და არც აქამდე არ დაფიქსირებულა:

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Cesko