28 Views
უკრაინიდან ევროპის მიმართულებით რადიოაქტიური ღრუბელი გადაადგილდება. ის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების განადგურების შედეგად წარმოიქმნა. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„აშშ-მა და მისმა სატელიტებმა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები მიაწოდეს. ამ ჭურვების განადგურებას ის მოჰყვა, რომ რადიოაქტიური ღრუბელი ახლა ევროპისკენ მიდის, პოლონეთში რადიოაქტიური ფონის ზრდა უკვე დაფიქსირდა“ – განაცხადა პატრუშევმა.
მისივე თქმით, აშშ უკრაინაში ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღსაც იყენებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე.