თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით Georgian Airways 20 მაისიდან იფრენს

0
238
28 Views

თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ქართული საავიაციო კომპანია Georgian Airways იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა“, – წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

Cesko