მოაზროვნე საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, რომ ხატია დეკანოიძე და მთელი ოპოზიციური სპექტრი საქმით რუსულ ინტერესებს ემსახურება. მათ სურთ ომი და მშვიდობაზე გვესაუბრებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ხატია დეკანოიძე და რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და საქართველოში არეულობა გამოიწვიოს.
„სოციალურ ქსელებში ხატია დეკანოიძის მიერ შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია Azimuth Airlines-ის შესახებ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
Azimuth Airlines-ი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) ფიქსირდება როგორც Joint-Stock Company “AZIMUTH AIRLINES”, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია არის „AZIMUT LLC“-ი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ნავიგაციის და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელ კომპანიას. გარდა ამისა, Azimuth Airlines-ი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons list (“SDN List”) and all other sanctions lists administered by OFAC) და ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არც ევროკავშირის შავ სიაშია. მოაზროვნე საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, რომ ხატია დეკანოიძე და მთელი ოპოზიციური სპექტრი საქმით რუსულ ინტერესებს ემსახურება. მათ სურთ ომი და მშვიდობაზე გვესაუბრებიან, მათი შემოსავლის წყაროა რუსული ფული და რუსების აუტანლობაზე აწერენ ხელს. შეგნებულად ცრუ ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ტყუილს აჯერებენ. საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ ძალად უნდა გამოცხადდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ის ძალა რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობით თამაში საშიშია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ , რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.