23 Views
ნიუ მექსიკოს შტატში, ქალაქ ფერმინგტონში, 18 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი მოკლა, 9 კი, მათ შორის 2 პოლიციელი, დაჭრა.
თავდამსხმელი, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს. წინასწარი მონაცემებით, 18 წლის ახალგაზრდა მარტო მოქმედებდა, დანაშაულის მოტივი, უცნობია. დეტალებს შტატის პოლიცია იძიებს.